Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია Google თავის ოპერაციულ სისტემებს სხვადასხვა ტკბილეულის სახელს არქმევს, მოწყობილობებს კი - თევზებისას. ამჯერად საუბარი ეხება ორ ახალ მოწყობილობას, რომელსაც ამზადებს კომპანია. ესენია Medaka (იაპონური ორიზია) და Salmon (ორაგული). ამ დრომდე ვრცელდებოდა ხმები მოწყობილობებზე, სახელად Bonito (ატლანტიკური პელამიდა) და Sargo (თეთრი სარგა), თუმცა ამჟამად მათზე არაფერია ცნობილი. 

image.jpeg 

ცნობები მიხედვით, ერთ-ერთი ამ მოწყობილობათაგანი აუცილებლად იქნება სმარტ-საათი Pixel Watch. შესაძლოა, რომ მეორეც ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. რაც შეეხება Bonito-ს, ინსაიდერების ინფორმაციით, ეს არის ბიუჯეტური სმარტფონი Google Pixel 3 Lite ან მისი ანალოგი. კიდევ ერთი მოწყობილობა იქნება home hub. 

რაღა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ცნობებია. Google I/O კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 7-9 მაისს, სავარაუდოდ მხოლოდ განიხილავენ ოპერაციული სისტემა Android-ის ახალ ვერსიას. ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია კი, როგორც მოსალოდნელია, უფრო მოგვიანებით, სექტემბერ-ოქტომბერში შედგება. რა თქმა უნდა მას შემდეგ გახდება ცნობილი მოწყობილობების ფასები და სპეციფიკაციები.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.