Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

The New York Time-ში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, facebook- მუშაობს, რომ უზრუნველყოს შეტყობინებების გაცვლა Facebook Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს შორის. 

თითოეული სერვისი კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი აპლიკაცია, თუმცა Times-ის ინფორმაციით, Facebook-ი ახდენს საბაზისო ინფრასტრუქტურის გადაწყობას, რათა მათ, ვინც Facebook-ს იყენებენ, შეძლონ კომპანიის ეკოსისტემის სხვა აპლიკაციებით ურთიერთობაც. ყველა აპლიკაციას ერთიანი უწყვეტი შიფრირების მხარდაჭერა ექნება. Facebook-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია გრაფიკი, თუ როდის განხორციელდება ეს სიახლე. 

„გვსურს, შევქმნათ შეტყობინებების გაცვლის უკეთესი სერვისი. მომხმარებლებს სურთ, რომ შეტყობინებების გაცვლა იყოს სწრაფი, მარტივი, საიმედო და კონფიდენციალური“ - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. – „როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილი აქვს უამრავ დისკუსიასა და დებატებს, ამრიგად, ჩვენ ვიწყებთ დეტალების ხანგრძლივ განხილვას, თუ როგორ იმუშავებს ახალი შემოთავაზება“. 

სხვადასხვა პლატფორმის შეტყობინებების გაერთიანებით, Facebook-ი იმედოვნებს, რომ უფრო აქტიურად მოიზიდავს მომხმარებლებს - ისარგებლონ გაერთიანებული სისტემით ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. ამგვარად, კომპანია შეძლებს გაზრადოს საკუთარი პოტენციალი იმ დროს, როდესაც ზრდის ტემპი შენელებულია. 

Facebook-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს სხვა სოციალუი ქსელების პლატფორმებთან შედარებით. საკუთარი აქტივების ამგვარად გაერთიანებით კომპანია შეძლებს უფრო მეტად გაუწიოს კონკურენცია Apple iMessage-სა და Google-ის შეტყობინებათა გაცვლის სერვისებს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.