Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla და სხვა ავტომწარმოებლები თვლიან, რომ მომავალი ელექტროძრავებისაა. რა თქმა უნდა, ტენდენცია აისახება რბოლებისთვის განკუთვნილ ავტომობილებზეც - ბრიტანულმა ფირმამ McLaren-მა საზოგადოებას გააცნო მომავლის Formula-1 ჩემპიონატის საკუთარი ხედვა. კომპანი თვლის, რომ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ შეჯიბრი საინტერესო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ჩართული იქნება ხელოვნური ინტელექტი, ავტომობილების ახალი სახეობები და სპეციალური დისპლეები, რომლებზეც აისახება პილოტების ემოციური მდგომარეობა. მომავლის კონცეპტმა სახელად მიიღო MCLExtreme. 

image.jpeg 

კომპანია თვლის, რომ Formula-1-ის ავტომობილები შეძლებენ განავითარონ 500 კმ/სთ-მდე სიჩქარე. თანამედროვე საზომებით ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია. ელექტროძრავებს არ დასჭირდება დამუხტვა, რადგან ისინი პირდაპირ რბოლის დრო პიტ-ლეინის ზონაში დაიტენებიან. რაც უფრო შენელებულად იმოძრავებს ავტომობილი, მით მეტ დამუხტვას მიიღებს, თუმ ამავე დროს იგი ამით რისკავს - ჩამორჩეს კონკურენტებს. არსებობს მეორე ვარიანტიც: პილოტები შეძლებენ დასამუხტი ენერგია მოპარონ წინ მიმავალ ავტომობილებს. აგრეთვე, მომავალში შესაძლებელი იქნება გამოირიცხოს გაჩერებები საბურავების შესაცვლელად, რადგან ისინი ავტომატურად განახლდება. 

image.jpeg 

პილოტის სალონი მთლიანად დახურული იქნება, რადგან მრბოლელები ვერ აიტანენ 500 კმ/სთ სიჩქარეზე სვლას დაცვის გარეშე. McLaren-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უკვე დროა მაყურებელს მიეცეს საშუალება - იხილოს მაგალითად პილოტების ემოციები. ასე რომ კომპანიას აქვს შემოთავაზება - რაიმე სახით, თუნდაც ფერებით აისახოს ემოციები: მაგალითად, პილოტის ბრაზი გამოჩნდეს წითლად, სიმშვიდე კი მწვანედ. 

image.jpeg

 

დიდი ალბათობით 2050 წლისთვის ავტომობილთა უმეტესობა ავტონომიური იქნება, ასე რომ სარბოლო მანქანები ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება. არა, კომპანია არ აპირებს პილოტებს საჭის მართვის შესაძლებლობა ჩამოართვას - იგი ცდილობს მათი რბოლა უფრო საინტერესო გახადოს. კერძოდ, საუბარი ეხება გარემომცველ პირობებს, მრბოლელის პოზიციას და მის მდგომარეობას - სისტემა შეძლებს შეიმუშავოს ახალი სტრატეგია და იგი მრბოლელს ჰოლოგრაფიულ დისპლეიზე წარუდგინოს. 

image.jpeg 

რაღა თქმა უნდა, შეიცვლება გზებიც. ისინი გახდება უფრო მეტად ადაპტირებული ექსტრემალურ ამინდსა და პირობებთან და მაყურებლებისგან გამოყოფილი იქნება გამჭვირვალე ბარიერებით, რათა მათ შეძლონ - მაქსიმალურად ახლოს იყვნენ გზასთან. ასევე, მაყურებლებს შესაძლოა მისცენ წვდომა შერეული რეალობის მოწყობილობებზე, რომლებზეც რბოლასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია აისახება. 

image.jpeg 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.