Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია Dell-მა დააანონსა ახალი მასიური სენსორული 75-დუიმიანი 4K პანელი - Interactive Touch Monitor, რომელიც გათვლილია სასწავლო აუდიტორიებსა და საპრეზენტაციო დარბაზებში გამოყენებაზე. მონიტორის შექმნის იდეა დგომარეობს იმაში, რომ მან ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი დაფები სასწავლო დაწესებულებებში, არსობრივად კი იგი ამავე დროს ჩვეულებრივი გიგანტური ტელევიზორია. 

ეს მონიტორი Microsoft Surface Hub-ისა და Google Jamboard-ის ანალოგიურია, თუმცა Dell-ის მონიტორი აქცენტს უფრო მეტად საგანმანათლებლო სფეროზე აკეთებს და იგი შედარებით სუსტი პროგრამული უზრუნველყოფითაა წარმოდგენილი. 

 

ახალი მონიტორის ეკრანის ზომა, როგორც დასახელებიდან ჩანს, 75 დუიმია დიაგონალზე. ეკრანის გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, რაც 4K ფორმატს შეესაბამება. 

მონიტორის გამოყენება ერთდროულად რამოდენიმე ადამიანს შეუძლია. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ახალი პანელი აღსანიშნავია პრაქტიკულად ნულოვანი დაყოვნებით. IPS ტექნოლოგია უზრუნველყოფს თვალთახედვის ფართო არეს. 

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მონიტორის ინტეგრირება მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერთან - Dell OptiPlex Micro PC-სთან. ჯამში, მონიტორის მფლობელი იღებს მოწყობილობას „ყველაფერი ერთში“ და მას საგანმანათლებლო მიზნებისთვის ან პრეზენტაციების ჩასატარებლად გამოიყენებს. 

ახალ მონიტორთან დაკავშირებით აგრეთვე ნახსენებია დისტანციური ადმინისტრირების შესაძლებლობა. შეძენისას მფლობელეი ასევე მიიღებენ სპეციალურ, გორგოლაჭებიან სადგამს. 

image.png 

დისპლეის აქვს ფუნქცია „Dell Screen Drop”. კომპანია ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოში პირველი ფუნქციაა, რომელიც წვდომას აუმჯობესებს სხვადასხვა სიმაღლეზე მომუშავე მომხმარებელთათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ დისპლეის გვერით პანელზე არსებული ღილაკები, რათა მარტივად გადართონ და აირჩიონ სიმაღლის სამ პარამეტრთაგან სასურველი.  

Dell 75 4K Interactive Touch Monitor-ის გაყიდვა დაიწყება 30 აპრილიდან. მონიტორის საბაზისო ვერსია 6 ათასი აშშ დოლარი ეღირება.  

image.png 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.