Magdalena Posted January 25, 2019 Posted January 25, 2019 ბლოკჩეინ-პლატფორმამ, Insolar-მა (INS) წარმატებით აამოქმედა თავისი სატესტო ქსელი 22 იანვარს. Insolar Explorer-ის თანახმად, იგი წამში 10 ათასზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებს. როგორც კომპანიამ განაცხადა, Insolar-მა თავისი კერძო ქსელის გაშვების ორგანიზება მოახდინა, რათა დაემტკიცებინა თავისი მასშტაბირება და სისწრაფე - წამში მინიმუმ 10 ათასი ტრანზაქციის გატარების მიღწევით. ბიტკოინის ბლოკჩეინს შეუძლია დაამუშავოს დაახლოებით 7 ტრანზაქცია წამში, ამავე დროს, მეორე მსხვილი მონეტის, ეთერიუმის (ETH) ქსელს შეუძლია 20 ტრანზაქციის დამუშავება, რის შესახებაც მცირე ხნის წინ Cointelegraph-მა აცნობა საზოგადოებას. რიპლი, (XRP) შესაბამისად, ამუშავებს 1500 TPS-ს, თუმცა შეუძლია 50 ათასი TPS-მდე მასშტაბირება. სატესტო ქსელის გაშვებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კომპანიამ აგრეთვე დაასახელა მისი ტექნიკური „white paper”-ის გამოშვების თარიღი - 30 იანვარი. Insolar-ი აღნიშნავს, რომ მისი ნოუდების ოპერაციული სისტემა მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა სისტემებისგან და აცხადებს, რომ მისი ნოუდები ერთდოულად არ ახდენენ ტრანზაქციების გამოთვალასა და შემოწმებას, რითიც უზრუნველყოფილია მაქსიმალური სისწარფე და Insolar-ის ბლოკჩეინის მასშტაბირება. კომპანია აცხადებს: „Insolar-ში თითოეული სმარტ-კონტრაქტი დელეგირებულია ერთ „შემსრულებელ“ (Executor) ნოუდზე. ტრანზაქციის დამუშავების შემდეგ რამოდენიმე სხვა ნოუდი, ე.წ. Validator-ნოუდები ახდენენ მის დადასტურებას. შედეგად, სიჩქარე იზრდება ყოველი ახალი ნოუდის დამატებისას“. მიუხედავად იმისა, რომ Insolar-ის ბლოკჩეინის ტრანზაქციების მაქსიმალურ რაოდენობად 10,229 TPS მიიჩნევა, სტატიის წერის დროს ქსელი 73 TPS-ს აფიქსირებდა. 2017 წელს Insolar-მა დააანონსა სასურსათო მრეწველობის დეცენტრალიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა - პროდუქტების შეძენა უფრო იაფი და უსაფრთხო გამხდარიყო შუამავლების შემცირებასთან ერთად. ცნობილია, რომ კომპანიამ შეთანხმება დადო კვების პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელთან - Unilever-თან. ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემა - ამ სფეროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინს აქვს უსაზღვრო ეკონომიკის შექმნის პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკჩეინ-სისტემებს ერთდროულად ექნება სამი ძირითადი თვისება - უსაფრთხოება, დეცენტრალიზაცია და მასშტაბირება. https://cointelegraph.com/news/enterprise-blockchain-platform-records-10k-transactions-per-second-in-testnet-launch 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.