Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბლოკჩეინ-პლატფორმამ, Insolar-მა (INS) წარმატებით აამოქმედა თავისი სატესტო ქსელი 22 იანვარს. Insolar Explorer-ის თანახმად, იგი წამში 10 ათასზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებს.  

როგორც კომპანიამ განაცხადა, Insolar-მა თავისი კერძო ქსელის გაშვების ორგანიზება მოახდინა, რათა დაემტკიცებინა თავისი მასშტაბირება და სისწრაფე - წამში მინიმუმ 10 ათასი ტრანზაქციის გატარების მიღწევით. 

ბიტკოინის ბლოკჩეინს შეუძლია დაამუშავოს დაახლოებით 7 ტრანზაქცია წამში, ამავე დროს, მეორე მსხვილი მონეტის, ეთერიუმის (ETH) ქსელს შეუძლია 20 ტრანზაქციის დამუშავება, რის შესახებაც მცირე ხნის წინ Cointelegraph-მა აცნობა საზოგადოებას. რიპლი, (XRP) შესაბამისად, ამუშავებს 1500 TPS-ს, თუმცა შეუძლია 50 ათასი TPS-მდე მასშტაბირება. 

სატესტო ქსელის გაშვებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კომპანიამ აგრეთვე დაასახელა მისი ტექნიკური „white paper-ის გამოშვების თარიღი - 30 იანვარი. 

Insolar-ი აღნიშნავს, რომ მისი ნოუდების ოპერაციული სისტემა მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა სისტემებისგან და აცხადებს, რომ მისი ნოუდები ერთდოულად არ ახდენენ ტრანზაქციების გამოთვალასა და შემოწმებას, რითიც უზრუნველყოფილია მაქსიმალური სისწარფე და Insolar-ის ბლოკჩეინის მასშტაბირება. კომპანია აცხადებს:  

Insolar-ში თითოეული სმარტ-კონტრაქტი დელეგირებულია ერთ „შემსრულებელ“ (Executor) ნოუდზე. ტრანზაქციის დამუშავების შემდეგ რამოდენიმე სხვა ნოუდი, ე.წ. Validator-ნოუდები ახდენენ მის დადასტურებას. შედეგად, სიჩქარე იზრდება ყოველი ახალი ნოუდის დამატებისას“. 

მიუხედავად იმისა, რომ Insolar-ის ბლოკჩეინის ტრანზაქციების მაქსიმალურ რაოდენობად 10,229 TPS მიიჩნევა, სტატიის წერის დროს ქსელი 73 TPS-ს აფიქსირებდა.  

2017 წელს  Insolar-მა დააანონსა სასურსათო მრეწველობის დეცენტრალიზაციის პროექტი 

რომელიც მიზნად ისახავდა - პროდუქტების შეძენა უფრო იაფი და უსაფრთხო გამხდარიყო შუამავლების შემცირებასთან ერთად. ცნობილია, რომ კომპანიამ შეთანხმება დადო კვების პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელთან -  Unilever-თან. 

ბლოკჩეინის მასშტაბირების პრობლემა - ამ სფეროს ერთ-ერთ მთავრ პრობლემას წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინს აქვს უსაზღვრო ეკონომიკის შექმნის პოტენციალი იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკჩეინ-სისტემებს ერთდროულად ექნება სამ ძირითად თვისება - უსაფრთხოება, დეცენტრალიზაცია და მასშტაბირება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.