Magdalena Posted January 24, 2019 Posted January 24, 2019 ავიამშენებელმა კომპანიამ, Boeing-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა Uber-ის აეროტაქსების შექმნის მცდელობაში. კომპანიამ განახორციელა პირველი წარმატებული სატესტო ფრენა ავტონომიური სამგზავრო საფრენი აპარატით (passenger air vehicle, PAV). კორპორაციამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სატესტო ფრენის კადრები. ვიდეოში ჩანს, როგორ აფრინდა აპარატი, გაჩერდა ჰაერში გარკვეული დროით, დაშვების მომენტი კი კადრში ასახული არ არის. სატესტო ფრენა განხორციელდა მანასასში, ვირჯინიაში. ფრენის პროცესი მცირე ხანს გრძელდებოდა და მასში გათვალისწინებული არ იყო პირდაპირი ჰორიზონტალური გადაადგილება. სამგზავრო საფრენი აპარატის პროტოტიპი განკუთვნილია საქალაქო პირობებში გადაადგილებისთვის. მის კვების წყაროს წარმოადგენს ბატარეები და ერთ ფრენაზე შეუძლია დაფაროს 50 მილი მანძილი (80 კილომეტრი). https://3dnews.ru/981603 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now