Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Acer-მა მოისროლა ჩვეულებრივი მონიტორები ტექნოლოგიის 'ძველ სკოლაში' და ამჟამად ახდენს ახალი ტიპის დისპლეების წარდგენას, რომელთა საშუალებითაც, შეძლებთ არამხოლოდ ფოტოსურათების ნახვასა და ისეთი მოქმედებების შესრულებას, როგორიცაა თქვენ მედია-კოლექციასთან დაკავშირება, ასევე მოახერხებთ ინტერნეტ-სივრცის დათვალიერებასაც კი, კომპიუტერთან შეერთების გარეშე.

'ახალი თაობის' პირველ მონიტორს, სახელწოდებით DX241H, გააჩნია 24-დუიმიანი Full (1920 x 1080) TN პანელი, 2 მ/წმ რეაგირების დრო, 80,000:1 კონტრასტულობის სიხშირე და მაქსიმალური სიკაშკარე - 300 cd.m2. ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება არა? თუმცა საინტერესო ამბები მხოლოდ ახლა იწყება, რადგან ამ პროდუქტს ინტეგრირებული აქვს ბრაუზერი (გავრცელებული ინფორმაციით, Chrome-ი), რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენთვის სასურველ საიტზე, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა კომპიუტერი. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტ-კავშირი, ან კაბელიანი (ამისათვის ხელმისაწვდომია LAN პორტი) ან უკაბელო (დაგჭირდებათ ადაპტერი, რომელიც შეერთდება არსებულ ერთ-ერთ USB 2.0 პორტში).

ed0847a020f7.jpg

765e1b6cf1ed.jpg

166ac4bba1e3.jpg

გარდა ამისა, DX241H აღჭურვილია ჩამონტაჟებული სპიკერებით, D-Sub და HDMI გასასვლელებით, ასევე მედია ქარდ-რიდერით. უფრო მეტიც, აქ არის DLNA მხარდაჭერაც და clear.fi სისტემაც, რომელიც დაგეხმარებათ მულტიმედიური მასალების ტკბობისათვის (მუსიკა, ფოტოსურათები, ვიდეოები), რომელსაც ნახავთ ინტერნეტსში, მეხსიერების ბარათსა თუ USB-ში შეერთებულ მოწყობილობაზე.

DX241H ასევე ცნობილია 'Web Surf Station'-ის სახელწოდებით და ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისათვის €299-დ.

  • Upvote 4

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.