Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანია Amazon-მა თავისი თანამშრომლებისთვის შექმნა სპეციალური ჟილეტები, რმელთა საშუალებითაც შემცირდება ადამიანების და რობოტების შეჯახების ალბათობა და შესაბამისად - დაზიანებები მუშაობის დროს - წერს TechCrunch. 

სპეციალური ჟლეტებისგან რობოტები მიიღებენ სიგნალს, რომ სიახლოვეში ადამიანი იმყოფება - შედეგად შემცირდება შემთხვევითი „თანაქმედება“ ადამიანსა და რობოტს შორის -  ეგრეთ წოდებული Human-robot interaction, HRI. 

ამჟამად კომპანიის საწყობში მუშაობენ 130-კილოგრამიანი რობოტები, რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ 280 კილოგრამამდე ტვირთი 7,5 კმ/სთ სიჩქარით. შესაბამისად, ადამიანის ვერშემჩნევისა და არასწორი მანევრირების შემთხვევაში ამგვარ რობოტებს სერიოზული დაზიანების მიყენება შეუძლიათ. 

ადამიანის სიახლოვის ამომცნობი სენსორები უკვე დამონტაჟებულია რობოტებზე, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ შესაძლოა მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდეს - მაგალითად, დაზიანდეს სქემები, რომლებიც პასუხისმგებელია სენსორების მუშაობაზე. ამისათვისაა სწორედ საჭირო დამატებითი სენსორები ჟილეტებზე, რომლებიც იმუშავებს იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაშია რობოტი. 

მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კომპანია Amazon-ი მეტად აღარ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომელთა სიის დაკომპლექტებისთვის, რადგან იგი ახდენდა ქალების დისკრიმინაციას. 2014 წელს Amazon-ის ინჟინრებმა დაწერეს ალგორითმი, რომელსაც უნდა შეერჩია თანამშრომლები კომპანიისთვის. მათ შექმნეს 500 მოდელი, რომლებიც ეძებდნენ შესაფერის კანდიდატებს ღი ბაზაში დაახლოებით 50 ათასი საკვანძო ტერმინის საფუძველზე. 2015 წელს კი გაირკვა, რომ ალგორითმი არჩევდა რაოდენობრივად უფრო მეტ  მამაკაცს, ვიდრე ქალს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.