Magdalena Posted January 22, 2019 Posted January 22, 2019 ცნობილი გერმანელი ოვერქლოქერი Der8auer-ი თავის ტრადიციულ საკვირაო ტრანსლაციაში პასუხობდა გამომწერების კითხვებს. ბოლო ეთერისას მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია - 7-ნანომეტრიანი Ryzen პროცესორებით შესაძლებელი იქნება 5 გიგაჰერც სიხშირემდე მიღწევა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მანამდე საუბარი ეხებოდა ჰაერით გაგრილების სისტემის ეფექტურობას, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხსენებული შედეგი მიღწეული იქნება წყლის ბლოკების ან ფაზური გაგრილების სისტემების გარეშე. ფოტოს წყარო: YouTube, Der8auer მრავალბირთვიან პროცესორებს შეუძლია ააჩქარონ ცალკეული ბირთვი ავტომატურად, ამიტომ არ ღირს ჩავთვალოთ, რომ 5 გჰც სიხშირეზე აუცილებლად იმუშავებს მესამე თაობის Ryzen-ის რვავე ბირთვი და მითუმეტეს, თუ მათი რაოდენობა 16 იქნება რვის ნაცვლად - ახალი პროცესორების ევოლუციის ამგვარი გზა ახსენა AMD-ს ხელმძღვანელმა ინტერვიუში CES 2019-ზე. გერმანელი ენთუზიასტი საკუთარ პროგნოზებში ხელმძღვანელობს გათვითცნობიერებული ინფორმატორების ცნობების მიხედვით, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი მოლოდინი აუცილებლად გამართლდება. https://overclockers.ru/hardnews/show/95444/der8auer-verit-chto-7-nm-processory-ryzen-pokoryat-rubezh-5-ggc 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now