Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც რესურსი The Financial Times იტყობინება, კომპანია Spotify აპირებს გამოუშვას ავტომობილისთვის განკუთვნილი მუსიკალური მოწყობილება, რომელიც ხმოვანი ბრძანებებით იმართება. გასული წლის აპრილში Spotify-მ ამგვარი მოწყობილობის შესახებ ირიბად აცნობა საზოგადოებას სარეკლამო რგოლის საშუალებით. ამჟამინდელი ცნობები კი ადასტურებს ამგვარი მოწყობილობის რეალურობას. როგორც ცნობილია, ეს მოწყობილობა დაახლობით 100 დოლარი ეღირება. Spotify- ინტერესი ავტომობილების მიმართ გასაკვირი არ არის: ამ სფეროში დომინანტობისთვის დღესდღეობით ბევრი წამყვანი კომპანია იბრძვის, მათ შორისაა Apple (CarPlay), Google (Assistant და Android Auto) და Amazon (Alexa). 

image.jpeg 

Spotify-ს პირველი მოწყობილობა მომხმარებელს მუსიკებს შესთავაზებს პირდაპირი გზით და არა Apple CarPlay-ს ან Google Android Auto-ს საშუალებით. მოწყობილობა სინქრონიზდება ავტომობილის სტერეოსისტემებთან Bluetooth-ის მეშვეობით ისევე, როგორც სმარტფონი. მასზე ხელმისაწვდომი იქნება ღილაკები, რომელთა მომართვაც შესაძლებელი იქნება რჩეული ფლეილისთის ასაწყობად. მოწყობილობას ექნება ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა - დაახლოებით ისეთივე, როგორიც აქვს Spotify-ის მობილურ აპლიკაციას. სხვა აპარატული ფუნქციები (მეხსიერების მოცულობა, LTE-მხარდაჭერა და ა.შ) ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

Spotify-ს სპეციალიზებული მოწყობილობის გამოყენება, რომელიც მუდმივად ავტომობილშია განთავსებული, ბევრად მოსახერხებელი იქნება, ვიდრე მუდმივი მანიპულაციები სმარტფონით, რათა მომხმარებელმა ჩართოს სასურველი მუსიკა Bluetooth-ით. იგი ასევე უფრო უსაფრთხოც იქნება.  

Bluetooth-ან თავსებადი სტერეოსისტემებით მომუშავე მოწყობილობა Spotify-ს პოტენციურად საშუალებას აძლევს მოიზიდოს მომხმარებელთა უფრო ფართო სპექტრი, თუმცა მომხმარებელების დარწმუნება, რომ საჭიროა ამგვარი გაჯეტის შეძენა, საკმაოდ რთული იქნება თავად აშშ-შიც კი, სადაც Spotify მეტად პოპულარულია.

 https://3dnews.ru/981392 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.