Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთკორეულმა ინსტიტუტმა KIRO- (Korea Robot Convergence Research Institute) შექმნა ტექნოლოგიების პაკეტი და ეტალონური პლატფორმა, რომლის ბაზაზეც უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მშენებელი რობოტების გამოშვება. ეს რობოტები სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებენ წყლის ქვეშ 2500 მეტრ სიღრმეზე. რამოდენიმე დღის წინ შედგა საზეიმო ცერემონია, სადაც ტექნოლოგია გადაეცა საპროექტო ორგანიზაციებისა და საწარმოების წარმომადგენლებს. 

image.jpeg 

როგორც სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამ დრომდე წყალქვეშა სამუშაოების განსახორციელებლად მათ უწევდათ უცხოური წარმოების რობოტიზებული ტექნიკის შეძენა. ეს კი ძვირადღირებულიც იყო და თანაც ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილებს აკარგვინებდა. საკუთარი ტექნოლოგიის შექმნა ქვეყანას საშუალებას მისცემს არამარტო დაზოგოს ბიუჯეტი,  არამედ პირიქით - შეავსოს მას შემდეგ, როდესაც ტექნოლოგიას ექსპორტზე გაიტანს.  

image.jpeg 

KIRO-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის სახელწოდებაა URI-T („ღრმა წყალქვეშა რობოტი). ტექნოლოგიათა მთლიან პაკეტში შედის: 

  • წყალქვეშა რობოტების დისტანციური მართვის სისტემა,  

  • პლატფორმის ეტალონური კონსტრუქცია,  

  • პლატფორმის დასაკომპლექტებელი ტექნოლოგია,  

  • სხვადასხვა დანიშნულების მქონე ჰიდრავლიკური სისტემები და მთელი რიგი სხვა სპეციალიზებული გადაწყვეტილებები, რაც საჭიროა წყლის ქვეშ 2500 მეტრის სიღრმეზე მუშაობისთვის.  

image.jpeg 

წყალქვეშა რობოტებთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც KIRO- შეიმუშავა, საშუალებას იძლევა ავტომატური და ნახევრადავტომატური სამუშაო პროცესი გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული, თანაც შემცირდება დახარჯული დრო და ხარჯები. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.