Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ზოგიერთმა მომხმარებელმა თავის დროზე უარი თქვა Google Map-ზე და გადავიდა Garmin GPS-ის მოხმარებაზე, რადგან Google Map-ს არ ჰქონდა ერთი მეტად საჭირო ფუნქცია: სიჩქარის შემზღუდველი. ამჟამად კი Google-მა უკვე დაიწყო ამ ფუნქციის დანერგვა Google Map-ის iOS და Android-აპლიკაციებში. 

ახალი ფუნქცია -  Android Police - ასახავს ინფორმაციას მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეზე აპლიკაციის კუთხეში, აგრეთვე მომხარებელს სიმბოლოთი უჩვენებს იმ ადგილებს, სადაც სიჩქარის საკონტროლო კამერებია განთავსებული. როგორც ცნობილი ხდება, მძღოლები ხმოვან შეტყობინებას მიიღებენ, როდესაც მიუახლოვდებიან მაქსიმალური სიჩქარის ბარიერს. ამ დროისთვის განახლება ხელმისაწვდომია ჯერჯერობით მხოლოდ დანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში. სიჩქარის საკონტროლო კამერების აღმნიშვნელი სერვისით სარგებლობა კი უკვე შეუძლიათ ავსტრალიის, ბრაზილიის, კანადის, ინდოეთის, ინდონეზიის, მექსიკის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებს. 

Google-მა ამ ფუციის ტესტირება 2016 წელს დაიწყო და იგი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რამოდენიმე ადგილას: სან-ფრანცისკოსა და რიო-დე-ჟანეიროში, მცირე ხნის წინ კი აპლიკაციის განახლება გამოჩნდა Apple CarPlay-ს ფუნქციებს შორის. ეს განახლება დაეხმარება იმ მომხმარებლებს, რომელთაც არ შეუძლიათ ავტომობილის მართვა ინტელექტუალური დისპლეების საშუალებით. განახლების შედეგად Google ამ კუთხით გაუთანაბრდება Waze-სა და Garmin-ს, რომლებიც დიდი ხანია იყენებენ მსგავს ფუნქციას და ინფორმაციას გადასცემენ მძღოლებს.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.