X-treme user Posted March 10, 2011 Posted March 10, 2011 LGA 1366 ჯერ კიდევ ცოცხალია, ყოველ შემთხვევაში IV კვარტლამდე მაინც (ალბათ), როდესაც Intel-ი საბოლოოდ გამოუშვებს თავის LGA 2011 პლატფორმას, ასე, რომ Asus-ს არც ისე რთულად ექნება საქმე, თუ გამოუშვებს კიდევ ერთ დაფას X58 ჩიპსეტზე. გარდა ამისა, ის ხომ workstation-ებისთვისაა განკუთვნილი. P6X58-E WS სახელწოდებით, ახალი სისტემურ პლატა გვპირდება, რომ შეეძლება 24-სთ-იან რეჟიმში მუშაობა, როგორც მინიმუმ 24 თვის განმავლობაში, თუ ის აღჭურვილი იქნება ისეთი უსწრაფესი კომპონენტებით, როგორიცაა Core i7 ან Xeon პროცესორები, ან Nvidia GeForce 500 და AMD Radeon HD 6000 სერიის გრაფიკული ბარათებით. პროდუქტს გააჩნია 16+2 ფაზური კვების დიზაინი და ექვსი ცალი DDR3-2000 მეხსიერების სლოტი, ასევე Nvidia NF200 ხიდის ჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ხაზებს - ხუთი არსებული PCI-Express x16-ებისათვის (მხარდაჭერილია 3-way SLI და CrossFireX), Intel-ის დუალ სერვერული კლასის Gigabit LAN-ი, ორი SATA 6.0 და ექვსი SATA 3.0 Gbps პორტი. გარდა ამისა, P6X58-E WS-ს გააჩნია EPU, ორი USB 3.0 გასასვლელი, 7.1 არხიანი აუდიო, დიაგნოსტიკური LED-ები, ორი FireWire კონექტორი და გაგრილების საშუალება ფენის გარეშე. ღირებულების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ის დაბალი არ იქნება. VR-Zone 7
მიშა Posted March 10, 2011 Posted March 10, 2011 ტიპიური ჰაი-ენდ მაზერი თუმცა, ყელში მაქვს ამოსული უკვე ეს ლურჯი და წითელი ფერები... რამე ახალი გააკეთონ, არ უნდათ? გამძლეობას რაც შეეხება, საინტერესოა მართლაც მაგდენხანს გაძლებს თუ არა...
საჯო Posted March 10, 2011 Posted March 10, 2011 ტიპიური ჰაი-ენდ მაზერი თუმცა, ყელში მაქვს ამოსული უკვე ეს ლურჯი და წითელი ფერები... რამე ახალი გააკეთონ, არ უნდათ? გამძლეობას რაც შეეხება, საინტერესოა მართლაც მაგდენხანს გაძლებს თუ არა... მიშა მქონდეს და სუ მანიკურით გადავკრასკავ ფერებში ვინ ჩივის ლურჯ ფერებს :chojinfc:
მიშა Posted March 11, 2011 Posted March 11, 2011 მიშა მქონდეს და სუ მანიკურით გადავკრასკავ ფერებში ვინ ჩივის ლურჯ ფერებს ჰაჰაა მეც რომ არა მაქვს იმიტომ ვიწუნებ, თორემ თავიდან არც Biostar-ის დიზაინი მომწონდა, სანამ არ ჩავდგი კეისში :chojinfc:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now