Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ს წარმომადგენლები 7-ნანომეტრიანი Ryzen Matisse-თაობის პროცესორის დემონსტრაციის შემდეგ უკვე ცალსახად ადასტურებენ, რომ თავისუფალი  სივრცე არ იქნება გამოყენებული გრაფიკული ქვესისტემის კრისტალისთვის. შესაძლოა ეს ადგილი გამომთვლელი ბირთვის მეორე კრისტალმა დაიკავოს. გარდა ამისა, მათ განმარტეს, რომ ორი კრისტალის ასიმეტრიული განლაგება გარდაუვალს ხდის კონტაქტების ოპტიმიზაციას. 

image.jpeg

 

ფოტოს წყარო: AMD 

იტალიური რესურსის,  Bits&Chips.it-ის ინფორმაციის თანახმად, მრავალკრისტალიანი სისტემა ზრდის ინფორმაციის გადაცემის შეფერხების დონეს. სწორედ ამიტომაა 7-ნანომეტრიანი პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკით და მათი უახლოესი „შთამომავლებიც“შეინარჩუნებენ ერთკრისტალიან სისტემას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კერძო აზრია და არაა დადასტურებული პოზიცია თავად AMD-ს მიერ. სამაგიეროდ, წყარო დარწმუნებულია, რომ  PCI Express 4.0 და PCI Express 3.0 რეჟიმებს შორის ცვლილებები გავლენას მოახდენს პირველი 7-ნანომეტრიანი პროცესორების წარმადობაზე 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Intel-ისა და AMD-ს თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს პროცესორების ეგრეთ წოდებული Kaby Lake-G თაობა, რომლებშიც გაერთიანებულია EMIB კრისტალი და დისკრეტული გრაფიკული პროცესორი AMD Vega.  

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.