Magdalena Posted January 18, 2019 Posted January 18, 2019 Project Alias-ის დანიელმა გამომგონებლებმა შექმნეს სმარტ-სპიკერისთვის მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელს მოსმენისგან დაიცავს. მოწყობილობა მიკროფონში თეთრ ხმაურს ქმნის, სანამ მფლობელისგან არ გაიგონებს კოდურ სიტყვას - ნათქვამია ერთ-ერთი შემქნელის, ბიორნ კარმანის საიტზე. ინჟინრების მიერ შექმნილი მოწყობილობა სმარტ-სპიკერების შემქმნელებს, მაგალითად Amazon-სა და Google-ს არ აძლევს საშუალებას, მოისმინონ და შეაგროვონ ინფორმაცია მომხმარებლებზე. მოწყობილობას სოკოს ქუდის ფორმა აქვს, იგი დამზადებულია 3D პრინტერით. აქვს ინტეგრირებული ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi, ორი მიკროფონი და ორი დინამიკი. კომპიუტერზე დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებსა და ჰაკერებს არ აძლევს საშუალებას - უსმინონ და მოიპარონ ინფორმაცია სპიკერის მფლობელზე - როდესაც დინამიკი აქტიურ მდგომარეობაშია, მოწყობილობა ახშობს ხმას. მას შემდეგ, როგორც კი მფლობელი წარმოთქვამს კოდურ სიტყვას, დინამიკი შეწყვეტს ხმის ჩახშობას და ჩუმად წარმოთქვამს ორიგინალურ სააქტივაციო ფრაზას, მაგალითად, “Ok, Google”. 2018 წლის მაისში იყო შემთხვევა, როდესაც Amazon Echo-მ თვითნებურად ჩაიწერა პორტლენდში მცხოვრები ქალის და მისი მეუღლის საუბარი და ჩანაწერი უცხო პირს გაუგზავნა. მსგავსი შემთხვევა მოხდა დეკემბერშიც - Amazon-ის გერმანელმა მომხმარებელმა კომპანიას სთხოვა საკუთარი ჩანაწერების ფაილების გამოგზავნა, რომლებიც ეხებოდა მის მოქმედებებს, შენაძენებსა და გადაადგილებას. მიღებულ ZIP-არქივში კი მან Amazon Alexa-ს მიერ ჩაწერილი სხვა პიროვნების 1700 ფაილი აღმოაჩინა. https://hightech.fm/2019/01/16/smart-mushroom 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now