Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც უკვე ცნობილია, Intel-ი ფართო სპექტრში ახდენს თავისი Optane-ხაზის ექსპერიმენტებს. კომპანიამ მცირე ხნის წინ წარადგინა ჰიბრიდული SSD დრაივი Optane Memory H10.  

ახალ SSD ბარათში წარმოდგენილი იქნება Optane-მეხსიერება ღია კეშირებული დრაივის მსგავსად, ინფორმაციის ძირითადი მასა კი შეინახება მეხსიერების QLC ჩიპებზე. 

image.jpeg 

ახალი Intel H10 დრაივები ამჯერადაც ძვირადღირებული იქნება ძვირი Optane-მეხსიერების გამო, თუმცა შედარებით იაფი QLC ფლეშ-მეხსიერება ნიშნავს, რომ შეძენისას მიიღებთ უფრო დიდი მოცულობის მქონე დრაივს ფასთან მიმართებაში. 

დრაივების ახალ სერიაში შედის სამი მოდელი: 

  • 1 ტბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane memory 

  • 512 გბ QLC ფლეშ-მეხსიერება + 32 გბ Optane 

  • 256 გბ QLC SSD + 16 გბ Optane. 

 

image.jpeg

 

ერთ დრაივს აქვს საკუთარი კონტროლერი Optane მეხსიერებისთვის და ცალკე SMI კონტროლერი QLC ფლეშ-მეხსიერებისთვის. თითოეულ კონტროლერს აქვს საკუთარი PCIe 3.0 x2 მიერთება M.2 კონექტორთან. Intel RST (Rapid Storage Technology) კი ორ დისკს აერთიანებს. ჯამში დისკს აქვს ორი PCIe 3.0 ხაზი.  

ახალი დრაივების დებიუტი შედგება მეორე კვარტალში Dell-ის, Lenovo-ს, HP-ს, Acer-ის, Asus-ის და ა.შ  OEM სისტემებში. Intel-ს სურს, თავისი დრაივებით ლიდერის პოზიცია დაიკავოს რამოდენიმე OEM მწარმოებელთან. 

H10 დრაივს სჭირდება დედა დაფა, რომელსაც ექნება PCIe bifurcation-მხარდაჭერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ  დედა დაფების მწარმოებლებმა უნდა გამოუშვან BIOS-ის ახალი ვერსიები ამ ფუნქციის მხარდასაჭერად. 

image.jpeg

 

ამგვარი მიდგომა მოგებას მოუტანს ორივე მხარეს - მწარმოებელსაც და ლეპტოპების მყიდველებსაც. პირველი მათგანი მიიღებს შემოსავალს, მეორე კი - საკმაოდ დიდი მოცულობის სანახ სივრცეებს და თავიდან აირიდებს ეძებოს უფრო ტევადი და სწრაფი SSD ნაცვლად HDD-ისა 

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.