Magdalena Posted January 17, 2019 Posted January 17, 2019 Harley-Davidson-მა CES-გამოფენაზე წარადგინა ახალი თაობის ელექტრომოტოციკლი LiveWire, რომელსაც შეუძლია 100 კმ/სთ. სიჩქარე განავითაროს 3,5 წამში. მოტოციკლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წელს. LiveWire-ს შეუძლია ერთ სრულ დამუხტვაზე გაიაროს 177 კმ. მოტოციკლი აღჭურვილია სწრაფი დატენვისა და H-D Connect სისტემით, რომელიც აკონტროლებს დამუხტვის დონესა და შესაძლო გასავლელ მანძილს, აგრეთვე მძღოლს უჩვენებს უახლოესი დამტენი სადგურის ადგილმდებარეობას. მოტოციკლის გაყიდვები მიმდინარე წლის ბოლოსკენ დაიწყება, როგორც ცნობილია მისი ფასი 29 790 აშშ დოლარიდან იწყება. „მსოფლიო დგას სატრანსპორტო სფეროში ევოლუციური ცვლილებების საზღვარზე და Harley-Davidson-ი ამ პროცესის ავანგარდშია. ინოვაციები, რომლებიც ფართო შესაძლებლობებს უხსნის გზას - ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის მთავარი ფასეულობა. ისტორიის მორიგი „ფურცელი, რომელიც ჩვენ ახლახანს გადავშალეთ“, მიეძღვნება ახალი და უფრო ფუნქციური პროდუქტების შექმნას“ – Harley-Davidson სხვა კომპანიებს რაც შეეხება, BMW-ს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართულების ქვეგანყოფილებამ, Motorrad-მა, ჩაატარა უპილოტო მოტოციკლის - ConnectedRide-ის გამოცდა. მას გამოიყენებენ უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. https://hightech.fm/2019/01/15/harley-davidson-moto 1
Power_VANO Posted January 19, 2019 Posted January 19, 2019 ჰმ... უხმო მოტოციკლი ძალიან უცნაური რამეა მანქანა ადვილი აღსაქმელია, მაგრამ უხმო მოტო...
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now