Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

მაუსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია, რაც კი ოდესმე გამოუგონიათ. მან სიახლე შეიტანა ელექტრონიკაში გამოშვების მომენტიდანვე. თუმცა ყველაფერი წინ მიდის: იუთუბერმა Electronic Grenade-მ შექმნა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ:  ეს არის მაუსი, რომელსაც არამარტო შeუძლია მართოს კომპიუტერი, არამედ თავადვეა სრულიად ფუნქციური კომპიუტერი: მოწყობილობას აქვს ინტეგრირებული ეკრანი და კლავიატურა. 

Electronic Grenade როგორც აცახდებს, მაუსი-კომპიუტერი არის 3D პრინტერით სპეციალურად შემუშავებული ქეისი, რომელშიც განთავსებულია Raspberry Pi Zero W და სენსორები. რაც მას განსაკუთრებულს ხდის, არის 1,5-დუიმიანი OLED დისპლეი, რომელიც დამონტაჟებულია მოწყობილობის ზედა ნაწილში, პატარა მოძრავ Bluetooth-კლავიატურასთან ერთად. ჯამში, მაუსი გარდაიქმნება პატარა, ნამდვილ, სრულად ფუნქციურ კომპიუტერად. 

ახალი ტიპის მაუსი ზომით გაცილებით დიდია ჩვეულებრივ მაუსთან შედარებით, რაც მოსალოდნელი იყო, თუმცა მთლიანობაში შთამბეჭდავია.  

Electronic Grenade აპირებს საზოგადოებას მალე შესთავაზოს ვიდეო, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ უნდა ააწყოთ მსგავსი მაუსი თქვენივე ძალისხმევით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.