Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩნდება ნიშნები, რომ ფიუჩერსების ბაზარზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა ბიტკოინის დეკემბრის 15-თვიანი მინიმუმის აღდგენამ - კრიპტოვალუტის სალარო შეთანხმებების ფასი (spot price) უფრო მაღალია, ვიდრე ფიუჩერსების ღირებულება. 

სტატიის წერის მომენტში გლობალური საშუალო და სპოტ-ფასი Bitcoin Price Index (BPI)-ის მიხედვით შეადგენდა 3650 დოლარს, რაც 16,9 %-ით მაღალია დეკემბერში დაფიქსირებულ მინიმუმზე - 3122 დოლარზე.  

ამასთან, ფიუჩერსული კონტრაქტები სპოტ-ფასზე ქვემოთ იყიდება.  

ბიტკოინ-ფიუჩერსები: 

image.png 

როგორც გრაფიკიდან (CME chart) ჩანს, იანვრის ფიუჩერსები 20%-ითაა დაკლებული სპოტ-ფასთან შედარებით. გარდა ამისა, კონტრაქტების მოქმედების ვადა თებერვალში იწურება. მარტსა და აპრილში ფიუჩერსები გაიყიდება 30, 40  და 80 დოლარის დაკლებით, შესაბამისად.  

ფიუჩერსული კონტრაქტი - ეს არის ორ მხარეს შორის შეთანხმება სამომავლოდ რაიმეს ყიდვა-გაყიდვაზე განსაზღვრულ ფასად და დადგენილ დროში, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს დაიცვან და შეინარჩუნონ ან სპეკულაციებს მიმართონ საბაზისო აქტივებით. აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ფიუჩერსები რომ სპოტ-ფასზე ნაკლებად იყიდება, იმის მანიშნებელია, რომ ბაზრის აქტიური მონაწილეები კვლავ დათვები არიან.  

მარტივად რომ ითქვას, მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი ერთი, ორი და ექვსი თვის შემდეგ მიმდინარე ფასზე დაბალი იქნება. ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ bear-მარკეტი ცოცხალია და აქტიური.  

პერსპექტივა სამომავლოდ bullish გახდება, თუკი ფიუჩერსებით ვაჭრობას პრემიუმ სპოტ-ფასად დაიწყებენ. მეტიც, ეს კლასიკური მახასიათებელია bull-მარკეტისთვის.  

ასეა თუ ისე, პრემიის უპრეცედენტო ზრდა გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ ბაზარი გრძელვადიან მწვერვალს უახლოვდება. მაგალითად, ბიტკოინის ფიუჩერსებს სპოტ-ფასთან შედარებით 2000-იანი პრემია ჰქონდათ 2017 წლის დეკემბერში.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.