Jump to content

წარმოგიდგენთ ორ რობოტს: პირველია დამხმარე რობოტი, რომელიც ავტომატურად გადაადგილდება და დახმარებას უწევს ხანდაზმულ ადამიანებს, მეორე კი ემპათიური BOCCO Emo


Recommended Posts

Posted

image.png

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი-მომვლელი, რომელიც დაეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს. მოწყობილობას შეუძია განსაზღვროს, სახლის რომელ ნაწილში იმყოფება ადამიანი, რითია დაკავებული და სჭირდება თუ არა დახმარება - წერს New Atlas. 

რობოტი გორგოლაჭების საშუალებით გადაადგილდება და ფუნქციონირებს მხოლოდ სმარტ-სახლებში - იგი უსადენო ქსელით უკავშირდება სენსორებსა და კამერებს და მათი მეშვეობით განსაზღვრავს მფლობელის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობას. 

იმ შემთხვევაში, თუ რობოტი აღმოაჩენს, რომ მომხმარებელს დახმარება სჭირდება, იგი უახლოვდება მას და პლანშეტის ეკრანზე უჩვენებს დავალებების შესასრულებელ ალგორითმებს. მაგალითად, რობოტს შეუძლია ხანდაზმულ ადამიანს შეახსენოს მედიკამენტის მიღების დრო ან დაეხმაროს მას მცენარეების მორწყვაში. 

„ხანდაზმულ ადამიანთა 90%-ზე მეტს ურჩევნია სახლში გაატაროს სიბერე, ვიდრე მოხუცებულთა თავშესაფარში იცხოვროს. ჩვენ გვსურს ამაში დავეხმაროთ შემდეგნაირად: ნაცვლად იმისა, რომ მოხუცები თავშესაფარში გავუშვათ ან მომვლელი დავიქირავოთ, შეგვიძლია შევთავაზოთ ტექნოლოგია, რათა მისი დახმარებით  შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება“ -  აცხადებენ რობოტის შემქმნელები. 

image.png

 

კომპანია Yukai Engineering-მა წარადგინა ემპათიური რობოტი BOCCO Emo. მოწყობილობას შეუძია ამოიცნოს მფლობელის განწყობა და ხმამაღლა წაიკითხოს მისი შეტყობინებები. იგი წყენას გამოხატავს უხეშად მოქცევისა და შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში. 

რობოტი რეაგირებს სახელის დაძახებისას და მფლობელს ეხმაურება მისი განწყობის შესაბამისად. მაგალითად, BOCCO Emo თავს ხრის და ამოიოხრებს ხოლმე, თუკი გრძნობს დაღლილობასა და მოწყენილობას პატრონის ხმაში. და პირიქით: იგი მხიარულად იწყებს თავის ქნევას, თუკი მფლობელის ხმაში ხალისს გრძნობს. 

BOCCO Emo-ს შეუძლია გააკონტროლოს სმარტ-სახლის მოწყობილობები, აგრეთვე რეგირებს, როდესაც ადამიანი ან ცხოველი უახლოვდება. იგი აფიქსირებს, ვინ გადის და შემოდის სახლში. 

ემპათიური რობოტი აშშ-ში 2019 წლის შემოდგომიდან გაიყიდება 240 დოლარად.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.