Magdalena Posted January 16, 2019 Posted January 16, 2019 რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც General Motors-მა განაცხადა, რომ Cadillac-ი გახდება ელექტრომობილების წამყვანი ბრენდი. უკვე გასაჯაროვდა პირველი ელექტრომობილის ფოტოები. Cadillac-ი ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ახმაურებს, გარდა ელექტრომობილის ვიზუალური მხარისა, რაც ფოტოებზეა ასახული. დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება ავტომობილის გამოშვების წინ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. Cadillac-ი გეგმავს, გახდეს აგრესიული მოთამაშე ელექტრომობილების ბაზარზე. ახალი, ქროსოვერის ტიპის XT6 ელექტრომობილის პრეზენტაცია ჩატარდა დეტროიტის საერთაშორისო ავტოსალონში. ამ ღონისძიებაზე კომპანიამ ახსენა სამომავლო Escalade და სედანის ტიპის ელექტრომობილები. „ჯამში, Cadillac-ი ახალ მოდელებს გამოუშვებს 2021 წლამდე ყოველ ექვს თვეში ერთხელ“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Cadillac-ის პირველი ელექტრომობილი ქროსოვერის ტიპის იქნება. ამ სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული იქნება General Motors-ის შემდგომი თაობის ელექტრო-სატრანსპორტო პლატფორმა - „BEV3”, რომელიც ხელსაყრელია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის და მოიცავს წინა წამყვან, უკანა წამყვან და all-wheel drive კონფიგურაციებს. General Motors-ი გეგმავს, შექმნას აკუმულატორების კონფიგურაციების მთელი რიგი, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში. ჯენერალ მოტორსმა გაყიდა მე-200 000 ელექტრომობილი, რაც შემდგომი 15 თვის განმავლობაში მას საშუალებას მისცემს ეტაპობრივად აიცილოს თავიდან 7500 დოლარიანი ფედერალური საგადასახადო კრედიტი. იგი არის მეორე ავტომწარმოებელი, რომელმაც აშშ-ის მასშტაბით გადააბიჯა 200 000 ავტომომობილის გაყიდვის ბარიერს. მანამდე ეს Tesla-მ გააკეთა - თავისი მე-200 000 ავტომობილი გაყიდა გასულ ზაფხულს. https://www.theverge.com/2019/1/14/18182038/cadillac-first-ev-images-naias-2019 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.