Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც General Motors-მა განაცხადა, რომ Cadillac-ი გახდება ელექტრომობილების წამყვანი ბრენდი. უკვე გასაჯაროვდა პირველი ელექტრომობილის ფოტოები. 

Cadillac-ი ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ახმაურებს, გარდა ელექტრომობილის ვიზუალური მხარისა, რაც ფოტოებზეა ასახული. დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება ავტომობილის გამოშვების წინ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. Cadillac-ი გეგმავს, გახდეს აგრესიული მოთამაშე ელექტრომობილების ბაზარზე.  

ახალი, ქროსოვერის ტიპის XT6 ელექტრომობილის პრეზენტაცია ჩატარდა დეტროიტის საერთაშორისო ავტოსალონში. ამ ღონისძიებაზე კომპანიამ ახსენა სამომავლო Escalade და სედანის ტიპის ელექტრომობილები. „ჯამში, Cadillac-ი ახალ მოდელებს გამოუშვებს 2021 წლამდე ყოველ ექვს თვეში ერთხელ“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

image.png

 

გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ Cadillac-ის პირველი ელექტრომობილი ქროსოვერის ტიპის იქნება. ამ სატრანსპორტო საშუალებაში გამოყენებული იქნება General Motors-ის შემდგომი თაობის ელექტრო-სატრანსპორტო პლატფორმა - „BEV3”, რომელიც ხელსაყრელია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის და მოიცავს წინა წამყვან, უკანა წამყვან და all-wheel drive კონფიგურაციებს. General Motors-ი გეგმავს, შექმნას აკუმულატორების კონფიგურაციების მთლი რიგი, რომელიც გამოყენებულ იქნება სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებში.  

ჯენერალ მოტორსმა გაყიდა მე-200 000 ელექტრომობილი, რაც შემდგომი 15 თვის განმავლობაში მას საშუალებას მისცემს ეტაპობრივად აიცილოს თავიდან 7500 დოლარიანი ფედერალური საგადასახადო კრედიტი. იგი არის მეორე ავტომწარმოებელი, რომელმაც აშშ-ის მასშტაბით გადააბიჯა 200 000 ავტომომობილის გაყიდვის ბარიერს. მანამდე ეს Tesla-მ გააკეთა - თავისი მე-200 000 ავტომობილი გაყიდა გასულ ზაფხულს.  

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.