Magdalena Posted January 16, 2019 Posted January 16, 2019 LedgerX-მა გამოუშვა თავისი პირველი ინდექსი - (LXVX) - ბიტკოინის ფასების ცვალებადობის შესახებ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლისგან შეიტყო Cointelegraph-მა. LedgerX წარმოადგენს კრიპტოვალუტების აქტივების მმართველს (მენეჯერს) და რეგულირდება აშშ-ის სავაჭრო ფიუჩერსების კომისიის მიერ. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით ინდექსი ფორმირდება შემდეგნაირად: „LXVX მოიცავს საფრთხისა და შიშის, ასევე ბიტკოინის ბაზარზე არსებულ გაუკვევლობის დონეს, ამიტომ შესაძლებელია მისი აღქმა, როგორც „ბიტკოინის შიშის ინდექსი“ (bitcoin fear index) - სწორედ ისე, როგორც ბაზრის კომენტატორები ჩვეულებრივ მოიხსეინიებენ ინდექსს საფონდო ბაზრის შიშის ინდექსად“. პრეს-რელიზის თანახმად, LXVX ინდექსისთვის კომპანია მონაცემებს მიიღებს ბიტკოინის options product-იდან, რომელსაც იგი უკვე სთავაზობს თავის მომხმარებლებს. LedgerX-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა Juthica Chou-მ განაცხადა, რომ ახალი ინდექსი დაეხმარება ტრეიდერებსა და ინვესტორებს- მართონ რისკები. ჩოუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ LXVX ინდექსის მაჩვენებელი ამ დროისთვის 20%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. მიუხედავად იმისა, რომ LXVX ჯერჯერობით არ წარმოადგენს გაყიდვებისთვის აქტიურ პროდუქტს, როგორც ცნობილია, მისი შექმნა კომპანიის სამომავლო გეგმების ერთ-ერთი ნაწილია. როგორც 2018 წლის მაისში Cointelegraph-მა განაცხადა, LedgerX-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი CFTC-ლიცენზირებული პროდუქტი ბიტკოინის დაცვისთვის. https://cointelegraph.com/news/crypto-asset-manager-ledgerx-launches-bitcoin-volatility-index 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.