Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

LedgerX-მა გამოუშვა თავისი პირველი ინდექსი - (LXVX)  - ბიტკოინის ფასების ცვალებადობის შესახებ. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლისგან შეიტყო Cointelegraph-მა.  

LedgerX წარმოადგენს კრიპტოვალუტების აქტივების მმართველს (მენეჯერს) და რეგულირდება აშშ-ის სავაჭრო ფიუჩერსების კომისიის მიერ. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით ინდექსი ფორმირდება შემდეგნაირად: 

 „LXVX მოიცავს საფრთხისა და შიშის, ასევე ბიტკოინის ბაზარზე არსებულ გაუკვევლობის დონეს, ამიტომ შესაძლებელია მისი აღქმა, როგორც „ბიტკოინის შიშის ინდექსი“ (bitcoin fear index) - სწორედ ისე, როგორც ბაზრის კომენტატორები ჩვეულებრივ მოიხსეინიებენ ინდექსს საფონდო ბაზრის შიშის ინდექსად“. 

პრეს-რელიზის თანახმად, LXVX ინდექსისთვის კომპანია მონაცემებს მიიღებს ბიტკოინის options product-იდან, რომელსაც იგი უკვე სთავაზობს თავის მომხმარებლებს. 

LedgerX-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა Juthica Chou-მ განაცხადა, რომ ახალი ინდექსი დაეხმარება ტრეიდერებსა და ინვესტორებს- მართონ რისკები. ჩოუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ LXVX ინდექსის მაჩვენებელი ამ დროისთვის 20%-ით შემცირდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. 

მიუხედავად იმისა, რომ LXVX ჯერჯერობით არ წარმოადგენს გაყიდვებისთვის აქტიურ პროდუქტს, როგორც ცნობილია, მისი შექმნა კომპანიის სამომავლო გეგმების ერთ-ერთი ნაწილია. 

როგორც 2018 წლის მაისში Cointelegraph-მა განაცხადა, LedgerX-მა გამოუშვა მსოფლიოში პირველი CFTC-ლიცენზირებული პროდუქტი ბიტკოინის დაცვისთვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.