Magdalena Posted January 15, 2019 Posted January 15, 2019 გრაფიკული ბარათების მრავალწლიანი წარმოების პროცესში Microsoft Direct3D-მ დიდი რაოდენობით ვიდეო ბარათი დააგროვა ტესტირებისას. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გამოუყენებელი პროდუქტები ჩაეწყოთ ყუთებში და საწყობში გაეგზავნათ, მაგრამ მწარმოებლებმა შემდეგ გზას მიმართეს - მათ ოფისის დერეფნის კედლებზე მიამაგრეს გრაფიკული ბარათები, რის შედეგადაც სამუშაო ოფისი ერთგვარ მუზეუმად იქცა. Microsoft-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კოლექციაში შესულია 402 GPU და საერთო ჯამში ისტორია მოიცავს ოცდათხუთმეტწლიან პერიოდს. ფოტოს წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია და მოიცავს საინტერესო პროდუქტებს. მასში შედის IBM-ის პირველი ვიდეო ბარათი ფერადი გამოსახულების მხარდაჭერით, რომელიც 1981 წელს გამოვიდა; 3D-ამაჩქარებელი Diamond Monster3D - 3dfx Voodoo ჩიპზე; ATI-ის ვიდეო ბარათი 3D Rage Pro All-in-Wonder; 1997 წელს გამოშვებული TriTech-ის GPU - Pyramid3D-ჩიპსეტის ბაზაზე; 3Dlabs-ის 3D-აქსელერატორი; 3dfx Voodoo Rush; Intel-ის პირველი გრაფიკული პროდუქტი i740, რომელიც გამოშვებულია 1998 წელს, 2001 წელს გამოსული NVIDIA-ს ვიდეო ბარათი და ა.შ. IBM CGA (Color Graphics Adapter) Diamond Monster 3D (3dfx Voodoo 1) ATI 3D Rage Pro All-in-Wonder TriTech Pyramid3D 3Dlabs Permedia 2 3dfx Voodoo Rush Intel i740 Microsoft Talisman nVidia GeForce 256 Matrox Millenium G400 S3 Savage 4 PowerVR Kyro 1 nVidia Xbox dev kit (GF3) nVidia GeForce 3 Ti 500 ATI Radeon 8500 Matrox Parhelia QID ATI Radeon 9800 Pro ფოტოების წყარო: blogs.msdn.microsoft.com/directx https://overclockers.ru/blog/id_1/show/23397/muzej-gpu-na-stenah-ofisa-komanda-direct3d-sobrala-potrjasajuschuju-kollekciju 1 1 Quote
Power_VANO Posted January 19, 2019 Posted January 19, 2019 აუ რა კარგი რამეებია. ზოგი როგორი ისტორიული მოდელია. მეც მაქვს 1-2 შენახული Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.