Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

IBM-მა რამოდენიმე დღის წინ წარადგინა კვანტური კომპიუტერი Q System One. კომპანია მას მიიჩნევს კომერციული გამოყენებისთვის განკუთვნილ მოწყობილობად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მედიასაშუალება ვარაუდობს ბიტკოინის კრახს, კვანტური სისტემა არ შეცვლის თამაშის წესებს ისე, როგორც ზოგიერთი მოელის.  

ახალი კვანტური კომპიუტერის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ შესაძოა ეს ტექნოლოგია ნიშნავდეს ბიტკოინისა და საერთოდ კრიპტოვალუტების აღსასრულს.  

შეშფოთება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ კვანტური გამომთვლელი სისტემებით შესაძლებელია გატყდეს თანამედროვე აშიფვრის მეთოდები, რაც ძირს უთხრის DLT ტექნოლოგიას. 

image.jpeg 

Q System One-ში გამოყენებულია 20-კუბიტიანი ჩიპი და იგი განკუთვნილია კომერციული გამოყენებისთვის. IBM Research-ის  დირექტორ, Arvind Krishna ლაბორატორიის კედლებს გარეთ სისტემის გამოყენებას კრიტიკულად მიიჩნევს.  

უამრავი დამკვირვებელი სკეპტიკურადაა განწყობილი IBM Q System One-ის შესაძლებლობების მიმართ და თვლიან, რომ 50-კუბიტიან სისტემას უფრო ფართო სპექტრი ექნება პრაქტიკული სამუშაოებისთვის.  

„ეს უფრო პირველი საფეხურია, ვიდრე პრაქტიკული კვანტური კომპიუტერი“ - აცხადებს სასექსის უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიების პროფესორი Winfried Hensinger. „ნუ გგონიათ, რომ ეს ის კომპიუტერია, რომელიც ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რაც კვანტურ გამოთვლებშია“ ჩათვალეთ, რომ ეს არის პროტოტიპი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სხვადასხვა პროგრამის ტესტირებასა და განვითარებას, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ“ 

რას ფიქრობთ IBM Q System One-სა და კვანტური კომპიუტერების მხრიდან არსებულ შესაძლო საფრთხეზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში ქვემოთ! 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.