Magdalena Posted January 15, 2019 Posted January 15, 2019 IBM-მა რამოდენიმე დღის წინ წარადგინა კვანტური კომპიუტერი Q System One. კომპანია მას მიიჩნევს კომერციული გამოყენებისთვის განკუთვნილ მოწყობილობად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მედიასაშუალება ვარაუდობს ბიტკოინის კრახს, კვანტური სისტემა არ შეცვლის თამაშის წესებს ისე, როგორც ზოგიერთი მოელის. ახალი კვანტური კომპიუტერის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა ეს ტექნოლოგია ნიშნავდეს ბიტკოინისა და საერთოდ კრიპტოვალუტების აღსასრულს. შეშფოთება ეფუძნება იმ ვარაუდს, რომ კვანტური გამომთვლელი სისტემებით შესაძლებელია გატყდეს თანამედროვე დაშიფვრის მეთოდები, რაც ძირს უთხრის DLT ტექნოლოგიას. Q System One-ში გამოყენებულია 20-კუბიტიანი ჩიპი და იგი განკუთვნილია კომერციული გამოყენებისთვის. IBM Research-ის დირექტორი, Arvind Krishna ლაბორატორიის კედლებს გარეთ სისტემის გამოყენებას კრიტიკულად მიიჩნევს. უამრავი დამკვირვებელი სკეპტიკურადაა განწყობილი IBM Q System One-ის შესაძლებლობების მიმართ და თვლიან, რომ 50-კუბიტიან სისტემას უფრო ფართო სპექტრი ექნება პრაქტიკული სამუშაოებისთვის. „ეს უფრო პირველი საფეხურია, ვიდრე პრაქტიკული კვანტური კომპიუტერი“ - აცხადებს სასექსის უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიების პროფესორი Winfried Hensinger. „ნუ გგონიათ, რომ ეს ის კომპიუტერია, რომელიც ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რაც კვანტურ გამოთვლებშია“. ჩათვალეთ, რომ ეს არის პროტოტიპი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სხვადასხვა პროგრამის ტესტირებასა და განვითარებას, რაც სამომავლოდ გამოგადგებათ“ რას ფიქრობთ IBM Q System One-სა და კვანტური კომპიუტერების მხრიდან არსებულ შესაძლო საფრთხეზე კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში ქვემოთ! https://news.bitcoin.com/ibms-quantum-wont-break-bitcoin/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.