Jump to content

Recommended Posts

Posted
  1. მძლავრი პერსონალური კომპიუტერი  HP Omen Obelisk-ი გეიმერების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს  

კომპანია HP- წარადგინა განახლებული დესკტოპ-კომპიუტერი Omen Obelisk-ი, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისა და ენთუზიასტებისთვის.  

image.jpeg 

სისტემა წარმოდეგნილ იქნა ორ ვერსიად - ინდექსებით: 875-1010 და 875-1020. პირველ მათგანს აქვს Intel Core i7-9700K Coffee Lake პროცესორი რვა ბირთვით (3,6–4,9 გჰც) და დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 - 8-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერებით.  

უფრო მძლავრი ვერსია - 875-1020 წარმოდგენილია Core i9-9900K ჩიპით (3,6–5,0 გჰც) და NVIDIA GeForce RTX 2080Ti ვიდეობარათით. GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 11 გიგაბაიტი. 

ორივე მოდიფიკაციის დაკომპლექტება შესაძლებელია 64-გიგაბაიტიანი DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერებით.  არის საშუალება -  დაყენდეს 512 გიგაბაიტიანი PCIe NVMe M.2 დრაივები და 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი. კორპუსში აგრეთვე არის ადგილი მონაცემთა შენახვისთვის დამატებითი მოწყობილობების განსათავსებლად.  

image.jpeg 

 

მოწყობილობა შეიცავს გიგაბიტურ ქსელურ კონტროლერს, უსადენო კავშირების ადაპტერებს - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2x2) და Bluetooth 4.2. ხელმისაწვდომი ინტერფეისებია DisplayPort , HDMI პორტი, USB 3.0 Gen 1, USB 3.1 Gen 2, USB 3.1 Gen 2 Type-C და ა.შ. 

განახლებული გეიმინგ-კომპიუტერი HP Omen Obelisk-ი გაყიდვაში გამოვა მარტში. მისი ფასი იქნება 2250 აშშ დოლარი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.