Magdalena Posted January 14, 2019 Posted January 14, 2019 მძლავრი პერსონალური კომპიუტერი HP Omen Obelisk-ი გეიმერების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს კომპანია HP-მ წარადგინა განახლებული დესკტოპ-კომპიუტერი Omen Obelisk-ი, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად გეიმერებისა და ენთუზიასტებისთვის. სისტემა წარმოდეგნილ იქნა ორ ვერსიად - ინდექსებით: 875-1010 და 875-1020. პირველ მათგანს აქვს Intel Core i7-9700K Coffee Lake პროცესორი რვა ბირთვით (3,6–4,9 გჰც) და დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080 - 8-გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერებით. უფრო მძლავრი ვერსია - 875-1020 წარმოდგენილია Core i9-9900K ჩიპით (3,6–5,0 გჰც) და NVIDIA GeForce RTX 2080Ti ვიდეობარათით. GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 11 გიგაბაიტი. ორივე მოდიფიკაციის დაკომპლექტება შესაძლებელია 64-გიგაბაიტიანი DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერებით. არის საშუალება - დაყენდეს 512 გიგაბაიტიანი PCIe NVMe M.2 დრაივები და 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი. კორპუსში აგრეთვე არის ადგილი მონაცემთა შენახვისთვის დამატებითი მოწყობილობების განსათავსებლად. მოწყობილობა შეიცავს გიგაბიტურ ქსელურ კონტროლერს, უსადენო კავშირების ადაპტერებს - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2x2) და Bluetooth 4.2. ხელმისაწვდომი ინტერფეისებია DisplayPort , HDMI პორტი, USB 3.0 Gen 1, USB 3.1 Gen 2, USB 3.1 Gen 2 Type-C და ა.შ. განახლებული გეიმინგ-კომპიუტერი HP Omen Obelisk-ი გაყიდვაში გამოვა მარტში. მისი ფასი იქნება 2250 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/980910 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.