Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung Electronics-მა საზოგადოებას წარუდგინა რობოტების ახალი თაობა - Samsung Bots, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისთვის ჯანდაცვის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკოლოგიის სფეროებში. 

სმარტ-დამხმარეები ფუნქციონირებენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის - Bixby-ს საშუალებით - ეს არის ახალი მიღწევა აპარატული, პროგრამული უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ინტერფეისის გამოყენების კუთხით. 

 image.jpeg 

წარმოდგენილი რობოტებიდან ერთ-ერთს ქვია Samsung Bot Retail. მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტების მოძიება-შეძენა გაუმარტივოს ადამიანებს. კერძოდ, Samsung Bot Retail არის სავაჭრო პერსონალური გიდი. რობოტი ადამიანებს დაეხმარება იპოვონ საჭირო პროდუქტი - ამისათვის იგი ახდენს კლიენტის სახის გამომეტყველებისა და ხმის იდენტიფიკაციას. ბოტმა კარგად იცი, სად რა პროდუქტია განთავსებული, იგი თავისუფლად გადაადგილდება მარკეტში მაშინაც, თუკი შენობა მომხმარებლებითაა სავსე. რობოტს აქვს საინფორმაციო დისპლეი და სპეციალური თაროები, რათა კლიენტს მიაწოდოს  სასურველი ნივთი, მაგალითად - შეკვეთილი კერძი. 

image.jpeg 

კიდევ ერთი რობოტია Samsung Bot Care: ეს რობოტი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მას შეუძლია გაზომოს არტერიული წნევა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და მრავალი სხვა. აგრეთვე შეუძლია მფლობელს შეახსენოს მედიკამენტის მიღების საჭიროება. გარდა ამისა, Samsung Bot Care შეძლებს გამოიკვლიოს და გააანალიზოს ძილის ფაზები. 

image.jpeg 

მორიგი რობოტია Samsung Bot Air: იგი ახდენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას დახურულ შენობებში. რობოტი ფუნქციონირებს სენსორების მიხედვით, რომლებიც განთავსებულია შენობის სხვადასხვა ზონაში. როგორც კი რობოტი დააფიქსირებს, რომ სადმე ჰაერის ხარისხი დაეცა, იგი ავტომატურად გადაადგილდება ამ ზონისკენ და იწყებს შენობაში ჰაერის გასუფთავებას. 

image.jpeg 

და ბოლოს, რობოტი Samsung GEMS (Gait Enhancing & Motivating System): იგი განკუთვნილია კუნთების გამაგრებისა და მომხმარებლის ფიზიოლოგიის კორექციისთვის.  რეალურად, ეს არის ეგზოჩონჩხი, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სიარულთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ან მათ ვისაც დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა ან სირბილი. გათვალისწინებულია ვარჯიშები ხერხემლისთვის, მუხლებისა და ტერფებისთვის. 

image.jpeg

https://3dnews.ru/980940

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.