Magdalena Posted January 14, 2019 Posted January 14, 2019 კომპანია Samsung Electronics-მა საზოგადოებას წარუდგინა რობოტების ახალი თაობა - Samsung Bots, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა პრობლემის მოგვარებისთვის ჯანდაცვის, ყოველდღიური ცხოვრებისა და ეკოლოგიის სფეროებში. სმარტ-დამხმარეები ფუნქციონირებენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის - Bixby-ს საშუალებით - ეს არის ახალი მიღწევა აპარატული, პროგრამული უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ინტერფეისის გამოყენების კუთხით. წარმოდგენილი რობოტებიდან ერთ-ერთს ქვია Samsung Bot Retail. მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სუპერმარკეტებში პროდუქტების მოძიება-შეძენა გაუმარტივოს ადამიანებს. კერძოდ, Samsung Bot Retail არის სავაჭრო პერსონალური გიდი. რობოტი ადამიანებს დაეხმარება იპოვონ საჭირო პროდუქტი - ამისათვის იგი ახდენს კლიენტის სახის გამომეტყველებისა და ხმის იდენტიფიკაციას. ბოტმა კარგად იცის, სად რა პროდუქტია განთავსებული, იგი თავისუფლად გადაადგილდება მარკეტში მაშინაც, თუკი შენობა მომხმარებლებითაა სავსე. რობოტს აქვს საინფორმაციო დისპლეი და სპეციალური თაროები, რათა კლიენტს მიაწოდოს სასურველი ნივთი, მაგალითად - შეკვეთილი კერძი. კიდევ ერთი რობოტია Samsung Bot Care: ეს რობოტი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მას შეუძლია გაზომოს არტერიული წნევა, გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და მრავალი სხვა. აგრეთვე შეუძლია მფლობელს შეახსენოს მედიკამენტის მიღების საჭიროება. გარდა ამისა, Samsung Bot Care შეძლებს გამოიკვლიოს და გააანალიზოს ძილის ფაზები. მორიგი რობოტია Samsung Bot Air: იგი ახდენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას დახურულ შენობებში. რობოტი ფუნქციონირებს სენსორების მიხედვით, რომლებიც განთავსებულია შენობის სხვადასხვა ზონაში. როგორც კი რობოტი დააფიქსირებს, რომ სადმე ჰაერის ხარისხი დაეცა, იგი ავტომატურად გადაადგილდება ამ ზონისკენ და იწყებს შენობაში ჰაერის გასუფთავებას. და ბოლოს, რობოტი Samsung GEMS (Gait Enhancing & Motivating System): იგი განკუთვნილია კუნთების გამაგრებისა და მომხმარებლის ფიზიოლოგიის კორექციისთვის. რეალურად, ეს არის ეგზოჩონჩხი, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სიარულთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ან მათ ვისაც დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა ან სირბილი. გათვალისწინებულია ვარჯიშები ხერხემლისთვის, მუხლებისა და ტერფებისთვის. https://3dnews.ru/980940 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.