Magdalena Posted January 14, 2019 Posted January 14, 2019 ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-კონსტრუქტორული ინსტიტუტის ინჟინრებმა გაიარეს პირველი ეტაპი კომბინირებული ზებგერითი ძრავის ტესტირებაში - წერს Global Times. ტესტირების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცნობილია ის, რომ ძრავის გამოცდა ხორციელდება 2017 წლიდან. სამომავლოდ მეცნიერები დაიწყებენ ძრავის დამონტაჟებას საფრენ პლატფორმაზე, რათა განხორციელდეს პირველი გამოცდა ფრენაში. დაგეგმილია, რომ ეს ეტაპი არ დაიწყება 2025 წელზე ადრე. ძრავი საშუალებას იძლევა - საფრენმა აპარატმა განახორციელოს სიჩქარე 12 ათასი კმ/სთ.-ში. ძრავი შედგება სამი კომპონენტისგან: ტურბორეაქტიული, რაკეტული და direct-flow-ძრავებისგან, რომლებიც აქტიურდება ფრენის სისწრაფის შესაბამისად. მცირე ხნის წინ General Electric-მა წარადგინა როტაციული დეტონაციური ძრავის პროტოტიპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თვითმფრინავებმა განახორციელონ ფრენა ზებგერით სიჩქარით. General Electric-ის პარალელურად, ზებგერითი ფრენის ძრავის შექმნით დაკავებულია კიდევ რამოდენიმე კომპანია, მათ შორისაა Aerojet Rocketdyne და NASA. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ამგვარი თვითმფრინავები ფართო ბაზარზე. ამ დრომდე უკვე მრავალ ავიაკომპანიას აქვს ნაცადი - შეექმნათ ზებგერით თვითმფრინავები სხვადასხვა ფორმებისა და ექსპერიმენტების საშუალებით. ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად რჩება ზებგერითი სამგზავრო ლაინერი „კონკორდი“, რომელიც ახორციელებს ფრენას 1,8 ათასი კმ/სთ სიჩქარით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზებგერითი თვითმფრინავების გამოყენება საკმაოდ ძვირი უჯდება ავიაკომპანიას. https://hightech.fm/2019/01/10/china-air http://www.globaltimes.cn/content/1134932.shtml 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.