Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინეთის სამეცნიერ-კვლევითი და საპროექტო-კონსტრუქტორული ინსტიტუტის ინჟინრებმა გაიარეს პირველი ეტაპი კომბინირებული ზებგერით ძრავის ტესტირებაში - წერს Global Times. 

ტესტირების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცნობილია ის, რომ ძრავის გამოცდა ხორციელდება 2017 წლიდან. სამომავლოდ მეცნიერები დაიწყებენ ძრავის დამონტაჟებას საფრენ პლატფორმაზე, რათა განხორციელდეს პირველი გამოცდა ფრენაში. დაგეგმილია, რომ ეს ეტაპი არ დაიწყება 2025 წელზე ადრე.  

ძრავი აშუალებას იძლევა - საფრენმა აპარატმა განახორციელოს სიჩქარე 12 ათასი კმ/სთ.-ში. ძრავი შედგება სამი კომპონენტისგან: ტურბორეაქტიული, რაკეტული და direct-flow-ძრავებისგან, რომლებიც აქტიურდება ფრენის სისწრაფის შესაბამისად.  

image.png 

 

მცირე ხნის წინ General Electric-მა წარადგინა როტაციული დეტონაციური ძრავის პროტოტიპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თვითმფრინავებმა განახორციელონ ფრენა ზებგერით სიჩქარით.  

General Electric-ის პარალელურად, ზებგერითი ფრენის ძრავის შექმნით დაკავებულია კიდევ რამოდენიმე კომპანია, მათ შორისაა Aerojet Rocketdyne და NASA. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ამგვარი თვითმფრინავები ფართო ბაზარზე. 

ამ დრომდე უკვე მრავალ ავიაკომპანიას აქვს ნაცადი - შეექმნათ ზებგერით თვითმფრინავები სხვადასხვა ფორმებისა და ექსპერიმენტების საშუალებით. ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად რჩება ზებგერითი სამგზავრო ლაინერი „კონკორდი“, რომელიც ახორციელებს ფრენას 1,8 ათასი კმ/სთ სიჩქარით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზებგერითი თვითმფრინავების გამოყენება საკმაოდ ძვირი უჯდება ავიაკომპანიას. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.