Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

NASA  აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო - განიხილავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, როგორც საავიაციო მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებას.  

Ronald Reisman-მა -  NASA-ს საავიაციო კომპიუტერების ინჟნერმა გამოაქვყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ბლოკჩეინი და სმარტ-კონტრაქტები შეძლებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. 

2020 წლის 1 იანვრიდან აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას ეძლევა მანდატი - გამოიყენოს ახალი სათვალთვალო სისტემა - Automatic Dependent Surveillance Broadcast (ADS-B) (დამოუკიდებელი თვალთვალის ავტომატური სისტემა), რომელიც საჯაროდ გაავრცელებს ინფორმაციას საფრენი აპატარების იდენტიფიკაციის, ადგილმდებარეობისა და სხვა მონაცემების შესახებ.  

ამ ფაქტმა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშფოთება გამოიწვია დაინტერესებულ მხარეებში - აცხადებს რეისმანი თავის დოკუმენტში. იგი განმარტავს, რომ სისტემა ADS-B  „არ ითვალისწინებს თვითმფრინავების მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას და რისკ-ფაქტორებს. ავიაკომპანიებს კი სურთ გარკვეული ინფორმაცია საიდუმლოდ დაიტოვონ“ - წერს რეისმანი. 

თავის მხრივ, სამხედრო ავიაციის მონაცემები თავდაცვის სამინისტროს მიერ განისაზღვრება, როგორც „ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის კრიტიკულ დაუცველობას გამოიწვევს და მისმა გამოყენებამ შესაძოა განაპირობოს საკუთრების ან საშუალებების დაზიანება ან განადგურება“. 

ხსენებული ტიპის მონაცემების მგრძნობიარობის გათვალისწინებით, სამხედრო კონფიდენციალურობის დაცვა „გადამწყვეტი იქნება ADS-B პროგრამის დანერგვისას“ - აცხადებს რეისმანი.  

იმისათვის, რომ გადაიჭრას ზემოთხსენებულიც და სხვა პრობლემებიც, მკვლევარმა სტატიაში წარადგინა პროტოტიპი, სახელად Aviation Blockchain Infrastructure (ABI), რომელიც დაფუძნებულია Hyperledger Fabric-სა და სმარტ-კონტრაქტებზე. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს - რა სახის მონაცემები შეიძლება გახდეს საჯარო ან უფლებამოსილ პირთათვის ხელმისაწვდომი. 

მაგალითად, იმგვარი ინფორმაცია საჰაერო ტრანსპორტის შესახებ, როგორიაა სიმაღლე, სიჩქარე, კურსი და ა.შ. - შესაძლებელია ინახებოდეს უსაფრთხოდ კერძო არხზე პრივატულობის დაცვით. ინფორმაცია კი, რომელიც ეხება მითითებულ მარშრუტს, დანიშნულების ადგილს, ასევე საფრენი აპარატის ტიპს - დასაშვებია, რომ იყოს საჯარო და საყოველთაო არხზე ხელმისაწვდომი - ნებადართული პირებისთვის.  

image.png 

რეისმანი აცხადებს:  

„ჩვენ გთავაზობთ „ნაწილობრივ ნებადართულ“ ბლოკჩეინ-სტრუქტურას, რათა ADS-B სისტემას ჰქონდეს საშუალება - შეესაბამებოდეს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების იმავე დონეებს, რომლებიც დღესდღეობით უზრუნველყოფენ NASA-ს რადიოლოკაციურ სისტემებს“. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც NASA ინტერესდება ბლოკჩეინის გამოყენებით ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. ჯერ კიდევ თებერვალში სააგენტომ გამოყო 330 ათასი დოლარი აკრონის უნივერსიტეტისთვის Ethereum-blockchain-ის კვლევების მხარდასაჭერად. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.