Magdalena Posted January 12, 2019 Posted January 12, 2019 Razer-ის Chroma Lightning-ი და მისი პროგრამა Synapse ერთმანეთს მშვენივრად ეწყობიან, სულ მალე კი კიდევ ერთი მეთოდი დაემატება RGB-განათების კონტროლისთვის: Amazon Alexa. CES-გამოფენაზე კომპანიამ განაცხადა, რომ ხმოვანი დამხმარისა და Razer Synapse 3-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა მართოს გეიმინგ-აპარატურა. Razer Synapse 3-ში ეს ფუნქცია დაემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ჯერ აშშ-სა და კანადაში, მოგვიანდებით კი სხვა ქვეყნებში. აუცილებელი არ არის Echo-დინამიკის გამოყენება. განათების სამართავად, პროფილის ცვლილებებისა და პარამეტრების რეგულირებისთვის შეგეძლებათ გამოიყენოთ Razer-ის ყურსასმენები და მიკროფონი (როგორც მწარმოებელი აცხადებს, სხვა კომპანიის კომპონენტებიც ესადაგება, თუმცა რეკომენდებულია Razer-ის გამოყენება). განათების რეგულირების პარალელურად, Alexa მისთვის ჩვეულ რეჟიმში შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსაც - მაგალითად, შეამოწმებს ამინდს და გიპასუხებთ კითხვებზე. https://www.tomshardware.com/news/razer-chroma-amazon-alexa-synapse,38410.html 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now