Magdalena Posted January 11, 2019 Posted January 11, 2019 რასაც ფოტოებზე ხედავთ - ეს არ არის მთვარემავალი ან ოთხფეხა მანქანა „ვარსკვლავური ომებიდან“: ამგვარად გამოიყურება ახალი ავტომობილის კოცეპტი Hyundai-სგან - ავტომწარმოებელმა მის შესახებ CES-გამოფენაზე ისაუბრა. ეს არის ფუტურისტული მანქანა, სახელად Elevate, რომელიც ამჟამად მხოლოდ ჰიპოთეტურ დონეზე არსებობს. მას აქვს ოთხ ფეხზე დამონტაჟებული ოთხი ბორბალი, რომლითაც შეძლებს ნებისმიერი სირთულის ზედაპირზე გადაადგილებას. მანქანის ფეხებზე გამოყოფილია სახსრები და შესაძლებელია მათი დაპროგრამება სხვადასხვა სახის გადაადგილებისთვის: პასიური და აქტიური სვლის ჩვეულებრივი მანქანისებური რეჟიმის გარდა შეუძლია გადაადგილდეს რეპტილიასავით აწეული წინა ფეხებით, მარტივი სიარულის რეჟიმისას კი ჩვეულებრივი ცხოველივით გადაადგილდება (ფეხების მონაცვლეობით). თეორიულად, Elevate შეძლებს გადააბიჯოს 5-ფუტიან დაბრკოლებას. რეპტილიისებრი მანქანის ტექნიკური დეტალების შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი: ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ ვირტუალურ დონეზეა. კომპანიის თქმით, Elevate-ს ექნება 66 კვტ/სთ ბატარეა და თითოეულ ფეხზე - ელექტროძრავები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება თითოეული ფეხის ბლოკირება ნებისმიერ პოზიციაში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რისთვისაა საჭირო ეს „ცხოველი“? Hyundai ამგვარი ავტომობილის გამოყენების რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს: Elevate-ს არქიტექტურის შესაბამისად, შესაძლოა მისი საბარგული სხვა ტიპის სათავსოთი ჩანაცვლდეს. მაგალითად, მანქანა გარდაიქმნას სასწრაფო დახმარების მანქანად, ან სამძებრო-სამაშველო მისიებში იქნას გამოყენებული, ასევე შესაძლებელია მისი, როგორც ტაქსის გამოყენება მოძრაობაშეზღუდულთათვის - იგი შეძლებს კიბეზე ავიდეს და აიყვანოს ადამიანი, რომელსაც მოძრაობა უჭირს (თეორიულად). როდის ვიხილავთ ამგვარ მანქანას რეალურ სამყაროში? უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით გამორიცხულია, თუმცა დამეთანხმებით ალბათ - მისი შესაძლებლობები საინტერესო და სახალისოა. https://www.popularmechanics.com/cars/a25801367/hyundai-walking-car-cradle-elevate-ces/ 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now