Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Instagram-ს ემატება შესაძლებლობა -  გამოაქვეყნოთ პოსტები ერთდროულად რამოდენიმე პროფილიდან -  ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი TechCrunch-თან საუბრისას. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, თუმცა არაფერია ცნობილი როდის გამოჩნდება იგი, ან საერთოდ თუ გამოჩნდება Android-ზე. 

ახალ ფუნქცია  - “self-regram” -  გამოჩნდება პოსტის გაზიარების წინ. დათაგვისა და ლოკაციის მოსანიშნ საშუალებებთან ერთად გამოჩნდება „Post to Other Accounts“, რისი მეშვეობითაც შეძლებთ გადაერთოთ იმ ექაუნთზე, საიდანაც გსურთ პოსტის გაზიარება. ახალი ფუნქციის წყალობით დრო უფრო ეკონომიურად იქნება გამოყენებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მართავს ერთდროულად რამოდენიმე ბიზნეს-ანგარიშს. აგრეთვე, დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია რამოდენიმე პირადი ექაუნთის გამოყენება. ახალი ფუნქციით კი დროს დაზოგავთ. 

Instagram-ი აგრეთვე ახდენს Android-shortcut-ის ტესტირებას - Google-დან ფოტოების იმპორტისთვის. „მომხმარებლებს აქამდეც შეეძლოთ Google-ფოტოების გაზიარება Android-ზე, აცხადებს კომპანიის წარმოამდგენელი. „ ამჯერად კი ვახდენთ ამ პროცესის გამარტივებას“. 

Instagram-ზე ჯერჯერობით არ არის მითითებული, როდის დასრულდება და გახდება ხელმისაწვდომი iOS self-regram ფუნქცია, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელთან იგი უკვე ხილვადია.  

  • Like 1
Posted

აი მე მჭირდება ეს ფუნქცია ზუსტად, მშვენიერია :) 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.