Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HTC-იმ წარადგინა ვირტუალური რეალობის ახალი ჰედსეტი, სახელწოდებით - Vive Pro Eye. 

image.jpeg

 

ჰედსეტის განსაკუთრებულობა გამოიხატება შემდეგშ: მოწყობილობაში ინტეგრირებულია სისტემა, რომელიც იკვლევს მომხმარებლის თვალის მოძრაობის მიმართულებებს. ეს ინსტრუმენტი ვირტუალურ სივრცეში ობიექტებთან თანამოქმედების საშუალებას იძლევა პირდაპირი მნიშვნელობით - „მზერის ძალით“. 

სისტემა არკვევს, რომელ ობიექტს უყურებს მომხმარებელი კონკრეტულ მომენტში და საშალებას იძლევა, მოხდეს სცენის რენდერინგის ოპტიმიზირება - გამომთვლელი რესურსები მიმართულია გამოსახულების საჭირო არეალის დამუშავებისკენ. 

ახალ ჰედსეტს აქვს ორი AMOLED ეკრანი, დიაგონალის ზომით - 3,5 დუიმი. ჯამური გაფართოება შეადგენს 2880×1600 პიქსელს, თითოეული თვალისა კი - 1440×1600 პიქსელს. კადრის ანახლების სიხშირე აღწევს 90 ჰერცს, თვალთახედვის კუთხე 110 გრადუსია. 

image.jpeg 

მოწყობილობის აღჭურვილობაში შედის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა, Bluetooth-ადაპტერი, ქსელერომეტრი, გიროსკოპი, მიახლოების სენსორი, სიმეტრიული USB Type-C 3.0 პორტი და DisplayPort 1.2 ინტერფეისი. 

Vive Pro Eye ჰედსეტი უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის. მზერის განმსაზღვრელი სისტემა ასევე სასარგებლო იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ არის ტრადიციული კონტროლერების გამოყენების შესაძლებლობა. ახალი ჰედსეტის ღირებულება ჯერ უცნობია. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.