Jump to content

Recommended Posts

Posted

GlacialTech-მა გამოუშვა პროცესორის ქულერი სახელად F101, ეს სახელი აღებულია General Electric turbo-fan engine-დან, რომელიც იყო ავიაბომბერი და დამყარებული აქვს 61 მსოფლიოს რეკორდი. (იხ. სურათი)

20_f101_box_big.jpg

შეფუთვა და მოწყობილობა:

ეს ქულერი შეფუთულია დიდ ყუთში და ამ ყუთზე გამოსახულია, ზემოთ ხსენებული ავიაბომბერის ელემენტები. მის უკანა მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ ამ ქულერის დეტალები. (იხ. სურათი)

21_f101_boxr_big.jpg

როდესაც ვიყიდით ამ ქულერს და გავხსნით შიგნით დაგვხვდება: ფენი, რადიატორი, თერმო პასტა, იუზერ მანუალი და Intel LGA775,1156,1336 და AMD AM2/AM3 სოკეტის სამაგრები. (იხ. სურათი)

22_f101_acc_big.jpg

დიზაინი და ფუნქციალურობა:

ამ ქულერის ზომებია 143x86x148 mm და იწონის 750 გრამს. (იხ. სურათი)

23_f101_p_big.jpg

25_f101_pt_big.jpg

საკმაოდ ლამაზი და უცნაური ქულერი გამოუვიდა GlacialTech-ს. :) მას აქვს 5 სპილენძის სითბური მილაკი. პირველ "სართულზე" მას აქვს 20 ალუმინის ფირფიტა,რომელთა ზომებია 109x52 mm, ხოლო მეორე "სართულზე" მას აქვს 39 ალუმინის ფირფიტა, რომელთა ზომებია 143x52 mm. ეს ყველა ალუმინის ფირფიტა ზის 5 სპილენძის სითბურ მილაკზე. (იხ. სურათი)

27_f101_tube_big.jpg

29_f101_fr_big.jpg

მისი ძირითადი ფირფიტა არის 50x38 mm და არის პრიალა ზედაპირის. (იხ. სურათი)

33_f101_q_big.jpg

როგორც მოგახსენეთ, მის კომპლეკტში შედის ფენი რომელიც საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. (იხ. სურათი)

35_f101_fan_big.jpg

ამ ფენს აქვს შვიდი ფრთა და მისი ზომებია 120x120x25 mm. ფენის სიჩქარეა 800 ~ 1700RPM და აქვს 70CFM ჰაერის გამტარობა, ხოლო მისი ხმაურის დონე 32dBA-ა.

ასევე არსებობს ამ ფენის Silent მოდელი რომელის სიჩქარეცაა 1100 RPM და აქვს 44CFM ჰაერის გამტარობა, ხოლო მისი ხმაურის დონე 21 dBA-ა.

ამ ავიაბომბერის ფასი სულ რაღაც 55 აშშ დოლარია.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.