Magdalena Posted January 9, 2019 Posted January 9, 2019 ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა HP-მ Consumer Electronics Showcase 2019-ის ფარგლებში წარადგინა ლეპტოპი, ეკრანის განახლების 240 ჰერცამდე სიხშირით. ახალი ლეპტოპის სახელწოდებაა HP Omen 15. ლეპტოპს აქვს 15,6-დუიმიანი IPS პანელი, ეკრანის გაფართოება - Full HD, წონა დაახლოებით 2,5 კილოგრამია. აპარატული უზრუნველყოფის მხრივ, ლეპტოპი წარმოდგენილია Intel Core i7-8750H პროცესორით. გარდა ამისა, აქვს განათების მქონე კლავიატურა და 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. HP Omen 15-ის გრაფიკაზე პასუხისმგებელია ადაპტერი Nvidia GeForce RTX 2070 Max-Q. ლეპტოპის კონფიგურაციაში შევიდა Wi-Fi 6 მოდული. ახალი ლეპტოპის ოფიციალური ფასი არ არის დაზუსტებული, თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, მისი ყიდვა ზამთრის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი დაახლოებით 1370 დოლარად (არაოფიციალური ინფორმაცია). მოდიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილია 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის ივლისში. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23233/ces-2019-anonsirovan-pervyj-v-mire-leptop-s-ekranom-s-chastotoj-obnovlenija-kadrov-240-gc 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now