Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კორპორაცია Sony-მ გამოფენა CES 2019-ზე წარადგინა უახლესი ტელევიზორები - Master Series-პანელები  HDR ZG9 და 4K ფორმატის AG9 სერიის OLED-მოდელები. 

ZG9 სერიაში შევიდა გიგანტური ტელევიზორები, რომელთა დიაგონალების სიგრძეებია 98 და 85 დუიმი. მათი ეკრანის გაფართოება შეადგენს 7680 × 4320 პიქსელს -  ეს 16-ჯერ მეტია Full HD სტანდარტთან შედარებით (1920 × 1080 პიქსელი). 

დაპატენტებული ალგორითმის მქონე მძლავრი პროცესორი X1 Ultimate  ოპტიმიზირებულია 33 მილიონი პიქსელის დამუშავებისთვის. გარდა ამისა, პროცესორს აქვს სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიის - 8K X-Reality PRO-ს მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია 8K გაფართოებამდე აიყვანოს ნებისმიერი სახის კონტენტი. 

image.jpeg 

ZG9 მოდელებში რეალიზებულია სისტემა Backlight Master Drive. იგი მოიცავს სუპერ- სიმჭიდროვის მქონე LED-მოდულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესანიშნავ კონტრასტულობასა და მაღალ სიმკვეთრეს. განათების მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებისთვის გათვალისწინებულია ტექნოლოგია 8K X-tended Dynamic Range PRO: ეს სისტემა იყენებს შენახული ენერგიის მარაგს და ზრდის სიმკვეთრის დონეს იმ სივრცეებში, სადაც ეს აუცილებელია. 

image.jpeg

AG9 სერიაში შევიდა ტელევიზორები, რომელთა დიაგონალების ზომებია 77, 65 და 55 დუიმი. ამ ტელევიზორებს ულტრათხელი კორპუსები აქვთ, მათი ეკრანების გაფართოება 3840×2160 პიქსელს შეადგენს. 

image.jpeg

 

AG9 სერიის პანელებსაც აქვთ X1 Ultimate პროცესორი. რეალიზებულია ტექნოლოგია Pixel Contrast Booster, რომელიც აძლიერებს ფერსა და კონტრასტულობას ნათელ არეებში. სისტემა Acoustic Surface Audio+ -ის საშუალებით უზრუნველყოფილია ყოვლისმომცველი ხმა, რომელიც მთელ ეკრანზე ვრცელდება. 

image.jpeg 

ყველა ტელევიზორში გამოყენებულია პლატფორმა Sony Android TV, რომელსაც აქვს Google Play-ს აპლიკაციების ფართო სპექტრის მხარდაჭერა, მათ შორისაა YouTube, Netflix, Amazon Video, Ivi, Okko და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ინტელექტუალური დამხმარით - Google Assistant-ით. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.