Magdalena Posted January 9, 2019 Posted January 9, 2019 Intel-ი მუშაობს ახალ პროგრამაზე, რათა კომპიუტერების მწარმოებლები მოამზადოს „თანამედროვე ლეპტოპების ახალი კლასისთვის“. პროექტის, სახელად Athena-ს ფარგლებში Intel-ი მწარმოებლებს სთავაზობს 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას და ქმნის სასერტიფიკაციო პროგრამას მწარმოებლებისთვის. ეს ყველაფერი საკმაოდ წააგავს სერტიფიცირების იმ ტიპს, რასაც წარმოება მხარს უჭერდა Ultrabook-ების შექმნისას, რის ფარგლებშიც მწარმოებლებს აქცენტი უნდა გაეკეთებინათ ლეპტოპების უფრო თხელ და მსუბუქ კონსტრუქციაზე, სწრაფ სანახ სივრცეებსა და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე. თუმცა Intel-ის პროექტთან დაკავშირებით ვითარება ჯერჯერობით გარკვეული არ არის. „პროგრამა განკუთვნილია ახალი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, მათ შორის იგულისხმება 5G და ხელოვნური ინტელექტიც“ - აცხადებენ Intel-ში. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვებისგან კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს. ერთი რამ ცნობილია: პროექტ Athena-ში რამოდენიმე მიმართულებით იგეგმება მუშაობა, პირველ ადგილზე კი სწორედ მეხუთე თაობის ქსელი და ხელოვნური ინტელექტი დგას. აგრეთვე დიდი ყურადღება მიექცევა ლეპტოპებში ჩართვა-გამორთვისა და განახლების სიჩქარეს, ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას, რეგულირებად ფორმ-ფაქტორსა და წარმადობას. Intel-ი პროექტ Athena-ს ფარგლებში მოწყობილობების გამოშვების გეგმას 2019 წლის მეორე ნახევარში წარადგენს. პროექტში ჩართულნი არიან Acer, Asus, Dell, Google, HP, Innolux, Lenovo, Microsoft, Samsung და Sharp. ამ პროგრამით გამოსული ლეპტოპები Chrome-სა და Windows-ის ბაზაზე იქნებიან წარმოდგენილი. https://www.theverge.com/2019/1/7/18171724/intel-project-athena-5g-ai-laptops-ces-2019 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.