Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Intel-ი მუშაობს ახალ პროგრამაზე, რათა კომპიუტერების მწარმოებლები მოამზადოს „თანამედროვე ლეპტოპების ახალი კლასისთვის“. პროექტის, სახელად Athena-ს ფარგლებში Intel-ი მწარმოებლებს სთავაზობს 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას და ქმნის სასერტიფიკაციო პროგრამას მწარმოებლებისთვის.  

ეს ყველაფერი საკმაოდ წააგავს სერტიფიცირების იმ ტიპს, რასაც წარმოება მხარს უჭერდა Ultrabook-ების შექმნისას, ის ფარგლებშიც მწარმოებლებს აქცენტი უნდა გაეკეთებინათ ლეპტოპების უფრო ხელ და მსუბუქ კონსტრუქციაზე, სწრაფ სანახ სივრცეებსა და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე.  

თუმცა Intel-ის პროექტთან დაკავშირებით ვითარება ჯერჯერობით გარკვეული არ არის. „პროგრამა განკუთვნილია ახალი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, მათ შორის იგულისხმება 5G და ხელოვნური ინტელექტიც“ - აცხადებენ Intel-ში. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვებისგან კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს.  ერთი რამ ცნობილია: პროექტ Athena-ში რამოდენიმე მიმართულებით იგეგმება მუშაობა, პირველ ადგილზე კი სწორედ მეხუთე თაობის ქსელი და ხელოვნური ინტელექტი დგას. აგრეთვე დიდი ყურადღება მიექცევა ლეპტოპებში ჩართვა-გამორთვისა და განახლების სიჩქარეს, ბატარეის ხანგრძლივ მუშაობას, რეგულირებად ფორმ-ფაქტორსა და წარმადობას. 

Intel-ი პროექტ Athena-ს ფარგლებში მოწყობილობების გამოშვების გეგმას 2019 წლის მეორე ნახევარში წარადგენს. პროექტში ჩართულნი არიან Acer, Asus, Dell, Google, HP, Innolux, Lenovo, Microsoft, Samsung და Sharp. ამ პროგრამით გამოსული ლეპტოპები Chrome-სა და Windows-ის ბაზაზე იქნებიან წარმოდგენილი.   

 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.