Magdalena Posted January 8, 2019 Posted January 8, 2019 სტუდია Slightly Mad, Need for Speed: Shift-ისა და Project CARS-სერიის შემქნელი მუშაობს საკუთარი მძლავრი კონსოლის - სახელად Mad Box-ის შექმნაზე. სტუდიის გენერალური დირექტორის, Ian Bell-ის თქმით, ეს იქნება „ყველაზე მძლავრი კონსოლი რაც კი ოდესმე არსებულა“. Mad Box-ს ექნება 4K გაფართოება - 60 კადრი/წმ. აგრეთვე ვირტუალური რეალობის ჰედსეტის სრულფასოვანი მხარდაჭერა სიხშირეზე - 180 კადრი/წამში (90 კადრი თითო თვალზე). Ian Bell-ი აცხადებს: „ჩვენ არ ვთამაშობთ. ეს სისტემა მომავალი თაობის მოწყობილობაა. ამ დრომდე კონსოლები ძლივს ახერხებდნენ ორი სხადასხვა ოპარაციის მხარდაჭერას. დროა „თამასა ავწიოთ“. იმის გამო, რომ კომპანია არ გეგმავს სისტემის ისეთივე მასიურ წარმოებას, როგორც სხვა კომპანიები, Mad Box-ის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა კონსოლებთან მიმართებაში. Slightly Mad სტუდიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს მოწყობილობა საუკეთესო არჩევანი იქნება შემდგომი თაობის ციკლიდან. ამასთან, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს NVIDIA-სა და AMD-სთან, რათა გამოიყენოს „ASIC AI“ - ხელოვნური ინტელექტი თამაშებში. „ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ გამოვუშვებთ „მკვლელ“ მოწყობილობას“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. Mad Box-ის პირველი რეალური გამოსახულება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე Slightly Mad Studios-მა მხოლოდ ადრეული კონცეპტი გაამხილა. მოგვიანებით გახდება ცნობილი სპეციფიკაციებიც. ეს სიახლე საკმაოდ მოულოდნელია კონსოლების ბაზარზე. შეძლებს თუ ვერა ვიდეოთამაშების მწარმოებელი წინააღმდეგობის გაწევას მსხვილ კონკურენტებთან, მოგვიანებით გავიგებთ. https://3dnews.ru/980642 1 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now