Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Samsung-ი 2019 წელს აპირებს თავისი სატელევიზიო ხაზის გაფართოებას მასში Alexa-ს და Google Assistant-ის საძიებო ხმოვანი სისტემების ინტეგრირებით. კომპანიამ დააანონსა, რომ მომხარებელს შეეძლება საკუთარი QLED ტელევიზორების მართვა Amazon Alexa-ს ან Google Assistant-ის მეშვეობით, თუმცა ამ სერვისის გამოყენებას დაჭირდება დამატებითი მოწყობილობა, ეს იქნება Echo, Google Home ან რომელიმე სხვა სმარტ სპიკერი, რომელსაც მომხმარებელი თავად შეიძენს და გამართავს. Samsung-ის ტელევიზორი მიიღებს ყველა ბრძანებას Alexa-ს ან Assistant-გან, მაგრამ ერთადერთი ინტეგრირებული დამხმარე ხმოვანი მოწყობილობა იქნება Bixby. 

აქ საუბარია ელემენტარულ მხარდაჭერაზე. Alexa-ს და Google Assistant-ს შეეძლებათ აკონტროლონ ხმა, ჩართონ ან გამორთონ ტელევიზორი, მოახდინონ გადართვა ან გაუშვან აპლიკაცია. Bixby-ს ექნება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ფუნქციები, რადგან ის თავიდანვე ჩაწერილი იქნება Samsung-ის Tizen TV-ის პროგრამაში. მომხმარებელს შეეძლება ელაპარაკოს მხოლოდ და მხოლოდ Bixby-ის თვისი მართვის პულტის საშუალებით. 

მიუხედავად ამისა, ეს სიახლე მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია Alexa-ს და Google Assistant-ის მხარდამჭერი მოწყობილობები. ამაზე მეტყველებს Alexa-ს მომხმარებლების რიცხვი, რომელიც 100 მლნ-ზე მეტია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის Bixby-ბაზაზე შექმნილი Galaxy Home სპიკერი, ჯერაც არ არის გაშვებული საყოველთაო გაყიდვაში და მას შეუძლია მხარდაჭერა გაუწიოს მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებს, ტელევიზორებს და სხვა გადასატან მოწყობილობებს. 

ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, განავრცობს თუ არა Samsung-ი ზემოაღნიშნულ სერვისს შედარებით ძველ მოდელებზე, თუმცა ამის ალბათობა არსებობს, რადგან მას ხშირად მოუხდენია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ახლად გამოსულ მოდელების გაყიდვაში გაშვების დღიდან. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.