Magdalena Posted January 8, 2019 Posted January 8, 2019 Samsung-ი 2019 წელს აპირებს თავისი სატელევიზიო ხაზის გაფართოებას მასში Alexa-ს და Google Assistant-ის საძიებო ხმოვანი სისტემების ინტეგრირებით. კომპანიამ დააანონსა, რომ მომხმარებელს შეეძლება საკუთარი QLED ტელევიზორების მართვა Amazon Alexa-ს ან Google Assistant-ის მეშვეობით, თუმცა ამ სერვისის გამოყენებას დასჭირდება დამატებითი მოწყობილობა, ეს იქნება Echo, Google Home ან რომელიმე სხვა სმარტ სპიკერი, რომელსაც მომხმარებელი თავად შეიძენს და გამართავს. Samsung-ის ტელევიზორი მიიღებს ყველა ბრძანებას Alexa-ს ან Assistant-გან, მაგრამ ერთადერთი ინტეგრირებული დამხმარე ხმოვანი მოწყობილობა იქნება Bixby. აქ საუბარია ელემენტარულ მხარდაჭერაზე. Alexa-ს და Google Assistant-ს შეეძლებათ აკონტროლონ ხმა, ჩართონ ან გამორთონ ტელევიზორი, მოახდინონ გადართვა ან გაუშვან აპლიკაცია. Bixby-ს ექნება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ფუნქციები, რადგან ის თავიდანვე ჩაწერილი იქნება Samsung-ის Tizen TV-ის პროგრამაში. მომხმარებელს შეეძლება ელაპარაკოს მხოლოდ და მხოლოდ Bixby-ის თავისი მართვის პულტის საშუალებით. მიუხედავად ამისა, ეს სიახლე მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია Alexa-ს და Google Assistant-ის მხარდამჭერი მოწყობილობები. ამაზე მეტყველებს Alexa-ს მომხმარებლების რიცხვი, რომელიც 100 მლნ-ზე მეტია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ის Bixby-ბაზაზე შექმნილი Galaxy Home სპიკერი, ჯერაც არ არის გაშვებული საყოველთაო გაყიდვაში და მას შეუძლია მხარდაჭერა გაუწიოს მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებს, ტელევიზორებს და სხვა გადასატან მოწყობილობებს. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, განავრცობს თუ არა Samsung-ი ზემოთაღნიშნულ სერვისს შედარებით ძველ მოდელებზე, თუმცა ამის ალბათობა არსებობს, რადგან მას ხშირად მოუხდენია პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ახლად გამოსული მოდელების გაყიდვაში გაშვების დღიდან. https://www.theverge.com/2019/1/6/18168840/samsung-support-alexa-google-assistant-tvs-ces-2019 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.