Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Samsung- წარმოგიდგენთ თავის უახლეს 49-დუიმიან მონსტრს. IT-ღონისძიების  CES 2019-ის გამართვამდე კომპანიამ წარადგინა ულტრაფართე მონიტორი CRG9, რომლის გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე. 

ახალი მონიტორი არის წინამორბედი მოდელის განახლებული ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მსგავს მონიტორს ჰქონდა ეკრანის გაფართოება 3840 х 1080 პიქსელი, ახალი CRG9 კი წარმოდგენილია 5120 x 1440 პიქსელით. 

CRG9 მონიტორზე კონტენტი ნამდვილად ცოცხლდება. მას აქვს 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და HDR10 ტექნოლოგიის მხარდაჭერა ფერთა უფრო დიდი დიაპაზონისთვის“ - აცხადებს Samsung- 

როგორც კომპანია ამბობს, CRG9 გთავაზობთ ერთად შეფუთულ ორ 27-დუიმიან მონიტორს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ორი ვიდეო-კონტენტის ასახვა ერთდროულად. პროდუქტს გააჩნია ორი DisplayPort და ერთი HDMI პორტი, ასევე USB 3.0 და პორტი ყურსასმენებისთვის. 

ახალი მონიტორის ფასის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, რომ Samsung- წინა თაობის ფართოეკრანიანი მონიტორი  999 აშშ დოლარი ღირდა. 

დისპლეების მწარმოებლები უმეტესად კონცენტრირებულნი არიან იმაზე, თუ რამდენპიქსელიანი დისპლეი შეუძლიათ შექმნან, Samsung-მა კი შექმნა კიდევ ერთი მონიტორი, რომელსაც შეუძია გადაჭრას სრულიად სხვა სახის პრობლემა: ეკონომიურად გამოიყენოს სივრცე სამუშაო მაგიდაზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია ამ მოდელს უწოდებს კოსმოსურ მონიტორს“ ( Space Monitor). იგი წარმოდგენილია კომპაქტური დიზაინით. დისპლეი მიმაგრებულია სპეციალურ მექანიკურ ბერკეტზე (.. „მკლავზე“), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იგი დამაგრდეს მაგიდის ზედაპირის გვერდზე. შესაბამისად, მის წინ მაგიდა თავისუფლდება. 

„Space Monitor“- აქვს უნიკალური სადგამი, რომელიც ფაქტობრივად არ ჩანს მონიტორის უკან“ - აცხადებენ კომპანიაში. „მარტივად შესაძლებელია მონიტორის დახრა ან ედლიდან გადმოწევა“. 

მონიტორის კვებისთვის აუცილებელი ყველა სადენი მექანიკურ სადგამზეა, რითიც მცირდება გაფანტული სადენებისგან გამოწვეული უწესრიგობა. 27-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 2560 х 1440 პიქსელი. Samsung- ასევე წარადგენს 32-დუიმიან ვერსიასაც, რომელსაც ექნება 4K გაფართოება 3840 x 2160 პიქსელით. 

ორივე მონიტორი წარმოდგენილი იქნება CES-გამოფენაზე ლას-ვეგასში. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.