Magdalena Posted January 7, 2019 Posted January 7, 2019 Samsung-ი წარმოგიდგენთ თავის უახლეს 49-დუიმიან მონსტრს. IT-ღონისძიების - CES 2019-ის გამართვამდე კომპანიამ წარადგინა ულტრაფართე მონიტორი CRG9, რომლის გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე. ახალი მონიტორი არის წინამორბედი მოდელის განახლებული ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მსგავს მონიტორს ჰქონდა ეკრანის გაფართოება 3840 х 1080 პიქსელი, ახალი CRG9 კი წარმოდგენილია 5120 x 1440 პიქსელით. „CRG9 მონიტორზე კონტენტი ნამდვილად ცოცხლდება. მას აქვს 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და HDR10 ტექნოლოგიის მხარდაჭერა ფერთა უფრო დიდი დიაპაზონისთვის“ - აცხადებს Samsung-ი. როგორც კომპანია ამბობს, CRG9 გთავაზობთ ერთად შეფუთულ ორ 27-დუიმიან მონიტორს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ორი ვიდეო-კონტენტის ასახვა ერთდროულად. პროდუქტს გააჩნია ორი DisplayPort და ერთი HDMI პორტი, ასევე USB 3.0 და პორტი ყურსასმენებისთვის. ახალი მონიტორის ფასის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შეგახსენებთ, რომ Samsung-ის წინა თაობის ფართოეკრანიანი მონიტორი 999 აშშ დოლარი ღირდა. დისპლეების მწარმოებლები უმეტესად კონცენტრირებულნი არიან იმაზე, თუ რამდენპიქსელიანი დისპლეი შეუძლიათ შექმნან, Samsung-მა კი შექმნა კიდევ ერთი მონიტორი, რომელსაც შეუძლია გადაჭრას სრულიად სხვა სახის პრობლემა: ეკონომიურად გამოიყენოს სივრცე სამუშაო მაგიდაზე. კომპანია ამ მოდელს უწოდებს „კოსმოსურ მონიტორს“ ( Space Monitor). იგი წარმოდგენილია კომპაქტური დიზაინით. დისპლეი მიმაგრებულია სპეციალურ მექანიკურ ბერკეტზე (ე.წ. „მკლავზე“), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იგი დამაგრდეს მაგიდის ზედაპირის გვერდზე. შესაბამისად, მის წინ მაგიდა თავისუფლდება. „Space Monitor“-ს აქვს უნიკალური სადგამი, რომელიც ფაქტობრივად არ ჩანს მონიტორის უკან“ - აცხადებენ კომპანიაში. „მარტივად შესაძლებელია მონიტორის დახრა ან კედლიდან გადმოწევა“. მონიტორის კვებისთვის აუცილებელი ყველა სადენი მექანიკურ სადგამზეა, რითიც მცირდება გაფანტული სადენებისგან გამოწვეული უწესრიგობა. 27-დუიმიანი დისპლეის გაფართოებაა 2560 х 1440 პიქსელი. Samsung-ი ასევე წარადგენს 32-დუიმიან ვერსიასაც, რომელსაც ექნება 4K გაფართოება 3840 x 2160 პიქსელით. ორივე მონიტორი წარმოდგენილი იქნება CES-გამოფენაზე ლას-ვეგასში. https://www.pcmag.com/news/365742/samsung-packs-more-pixels-into-49-inch-gaming-monitor 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.