Magdalena Posted January 4, 2019 Posted January 4, 2019 მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შექმნეს ალგორითმი, რომლის დახმარებითაც რობოტები ისწავლიან დამოუკიდებლად სიარულს. Google Brain-ისა და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამეცნიერო დოკუმენტში აღწერილია სისტემა, რომელმაც „ოთხფეხა რობოტს ასწავლა ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება“. „სიღრმისეული მანქანური სწავლება შეიძლება გამოყენებულ იქნას რობოტიზირებული ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რაც ერთმანეთს შეუსაბამებს სენსორულ მონაცემებსა და დაბალი დონის მოქმედებებს“ - აცხადებენ სტატიის ავტორები. - თუ ჩვენ შევძლებთ მოქმედების ნულიდან შესწავლას, შევძლებთ შევქმნათ კონტროლერები, რომლებიც იდეალურად იქნებიან ადაპტირებულნი თითოეული მოქმედებისა და გარემოსადმი. ამით შესაძლებელი გახდება უკეთესი მანევრირება, ენერგოეფექტურობა და საიმედოობა. გაძლიერებული სწავლება - ეს არის ხელოვნური ინტელექტის სწავლების მეთოდიკა, რომელიც იყენებს დაჯილდოების ან დასჯის მეთოდებს რობოტების მიზნამდე მიყვანისათვის. იგი საჭიროებს მონაცემთა დიდ რესურსს, ზოგიერთ შემთხვევაში ათეულ-ათასობით ნიმუშს. OpenAI Gym-ის ექსპერიმენტებში, რომლებიც იმიტირებდნენ ღია კოდიან გარემოს და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტესტირებას, ავტორების მიერ შექმნილმა მოდელმა მიაღწია პრაქტიკულ იდენტობას ან/და უკეთეს წარმადობას უწყვეტი გადაადგილების ოთხი ტიპის დავალების საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. https://hightech.fm/2019/01/01/ai-20 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now